საზოგადოება საქართველო კორონავირუსს ივნისის ბოლოს დაამარცხებს 2020, 28 აპრილი, 14:41 სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტი აქვეყნებს კვლევის შედეგს, სადაც მოცემულია ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღის შესახებ. ინფორმაცია განთავსებულია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე ddi.sutd.edu.sg. კვლევა ეყრდნობა COVID-19-თან დაკავშირებული მონაცემების უწყვეტ მონიტორინგს - როგორც ინფიცირებულთა, ასევე გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკას. კვლევის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლა 97%-იანი ალბათობით დასრულდება 6 ივნისს, ხოლო 25 ივნისისთვის ქვეყანა 99%-ით დაამარცხებს ვირუსს. კვლევის შედეგში მოცემულია, რომ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 97%-იანი ალბათობით 29 მაისს დაამარცხებს, ხოლო 99%-იანი ალბათობით 15 ივნისს. კვლევის დასკვნაში აღნიშნულია... წაიკითხეთ სრულად 36 2-ს მოსწონს
|