x
image
intermedia.ge
Mediator image
ჩერნობილი, ტრაგედიისა და სიკეთის ისტორია: როგორ გადაარჩინა ქართველმა ფეხბურთელმა ორი უკრაინელის ოჯახი
image


1986 წლის 27 აპრილს, კიევის „დინამომ“ და მოსკოვის „სპარტაკმა“ სსრკ-ის ჩემპიონატის მე-7 ტურის მატჩი ჩაატარეს - მატჩი კიეველებმა 2:1 მოიგეს. მაგრამ შედეგი ამ დღეს გაცილებით ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო.


უფრო მნიშვნელოვანი იყო, რაც იმ მატჩის მონაწილეებმა არც იცოდნენ (ვინც იცოდა, მხოლოდ ყურმოკვრით გაეგოთ), რომ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრში ითამაშეს. 1986 წლის 26 აპრილი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურზე ავარია მოხდა - კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საშინელი ტექნოგენური კატასტროფა.


”ჩვენ ისე გვერიდებოდნენ, როგორც კეთროვანებს. როგორ იმოქმედა ჩერნობილის კატასტროფამ ფეხბურთზე“ - ამ სათაურით გამოცემა „ჩემპიონატმა“ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში (აეს) 1986 წლის 26 აპრილს მოხდარ ავარიაზე წერილი გამოაქვეყნა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიიდან მეორე დღეს, 27 აპრილს გამართული მატჩი გაიხსენა.



„27 აპრილს, რადიაციის ეპიცენტრიდან მხოლოდ ასი კილომეტრში, თითქოს არაფერი მომხდარა, კიევის „დინამომ“ სსრკ ჩემპიონატის მორიგი ტურში მოსკოვის „სპარტაკს“ უმასპინძლა. თამაშობდნენ სსრკ-ს ყველაზე ძლიერი გუნდები, რომელთა ფეხბურთელებიც (ძირითადად კიევის, რა თქმა უნდა), საბჭოთა ნაკრების არათუ ხერხემალს, ბირთვს წარმოადგენდნენ. კიევის რესპუბლიკური არენის ტრიბუნაზე პრინციპულ მატჩს თვალს 82 ათასი ადამიანი ადევნებდა“ - წერს გამოცემა.


ვიაჩესლავ კოლოსკოვი, 1986 წელს სსრკ სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს ხელმძღვანელი: „საბჭოთა კავშირში, ბოლო მომენტამდე ყველაფერს ასაიდუმლოებდნენ. ხალხმა მაშინ არც იცოდა, რა მოხდა. ჩვენ დახურული ქვეყანა ვიყავით. და მხოლოდ მაშინ, როდესაც დასავლეთში აურზაური ატყდა და დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაზეთებსა და რადიოში გავრცელდა ინფორმაცია: არაფერია სანერვიულო, ხანძარი ჩააქრეს.


ცდილობდნენ ტრაგედიის დამალვას. შესაბამისად, მეორე დღეს კიევის „დინამოსა“ და „სპარტაკის“ მატჩი მონაწილეებმა არაფერი იცოდნენ და თამაშების გადადებაზეც საუბარი არ ყოფილა. გადასცემდნენ, რომ ჩერნობილში რადიაციული ფონი კიევში არსებულისგან ბევრად განსხვავდებოდა. ეს ახლაა აშკარა, რომ მაშინ კიევსა და მინსკში თამაში შეუძლებელი იყო“.


image


მოსკოვის „სპარტაკისა“ და საბჭოთა ნაკრების მაშინდელი ექიმი იური ვასილკოვი თვლის, რომ ფეხბურთელები რადიაციას შემთხვევით გადაურჩნენ: „კიევში 82 ათასი ადამიანი მოვიდა, ცხადია, რისკი იყო. კიევი ჩერნობილის სამხრეთით მდებარეობს, ღრუბლები კი ჩრდილოეთით, სკანდინავიისკენ მოძრაობდნენ და ძალიან გაგვიმართლა“.


ალექსანდრე ბუბნოვი, 1986 წელს „სპარტაკის“ მცველი დააახლოებით იგივეს ამბობს: „მახსოვს, რატომღაც, „დინამოსთან“ მატჩის წინ სხვა სასტუმროში შეგვიყვანეს, არადა, სხვაგან შესვალს ველოდით. მე ძალიან ცუდად მეძინა - ალბათ, გამოსხივების გამო. დილით ძალიან მოდუნებულ მდგომარეობაში ვიყავი და სტადიონზეც, ასე გავედი. კიევმა მოიგო - 2:1. რა იყო უჩვეულო? ძალიან ძლიერი ქარი, რაც კიევის სტადიონზე არასდროს მახსენდება. მაგრამ ქარი ქროდა არა აფეთქებული ჩერნობილის მხრიდან. ღამით კი, შესაძლოა, სხვაგვარი რადიაციული ვითარება იყო“... წაიკითხეთ ვრცლად



0
335
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0