x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138436
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
დიადი მხატვრების უცნაურობები, რომელთა შესახებ არ იცოდით
სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.



image



“მხატვრობა” მოიცავს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა გამოსახულებას. ადამიანები, დიდი ხანია დაობენ იმაზე, თუ რა არის მხატვრობა და რატომაა ის ასეთი მშვენიერი. მხატვრებსა და ხელოვნებათ მცოდნეებს, ხშირად, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსზრებები აქვთ, რაც ხშირად გამხდარა ცხარე კამათის მიზეზი. არსებობს უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო კითხვა და არ არსებობს სწორი ან მცდარი პასუხები, რაგდან თითოეულ ადამიანს, საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული გემოვნება და მოსაზრება აქვს. ზოგი ფიქრობს, რომ სურათი ლამაზი უნდა იყოს და ზუსტად ასახავდეს ცხოვრებას; სხვების აზრით, მთავარი განწყობილებისა და გრძნობების გადმოცემაა; ზოგს მიაჩნია, რომ ნახატი იდეებს უნდა ასახავდეს; ნაწილს კი მხოლოდ სურათებით ტკბობა სურს.



გენიოსობა არ არის მარტივი ტვირთი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს მსუბუქი ხასიათით, არაჩვეულებრივი ჩვევებითა და უნიკალური შესაძლებლობებით. ჰოდა, არც დიადი მხატვრები არ ყოფილან გამონაკლისები და მათაც ჰქონდათ სპეციფიკური და მავნე ჩვევები.



მოდით, გავიგოთ, რა უცნაურობებით გამოირჩეოდნენ დიადი მხატვრები



1. მიქელანჯელო.image



გენიალურმა მოქანდაკე, მხატვარმა და არქიტექტორმა მიქელანჯელო ბუონაროტმა მოახერხა და დაგვიტოვა არაერთი შედევრი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს. ის ღრმა მოხუცებული, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემკვიდრეობა დღემდე მილიონობით ადამიანის შთაგონების წყაროა. თუმცა, როგორც ეს ხშირად ხდება ნიჭიერ ოსტატებში, მასაც ჰქონდა გარკვეული უცნაურობა.



image


მიქელანჯელო მარტოხელა იყო და მთლიანად ჰქონდა თავი მიძღვნილი თავისი საქმიანობისთვის. მისთვის რთული იყო ხალხთან კომუნიკაცია, მხატვრებთანაც კი. ბოლოდროინდელმა კვლევემა აჩვენა, რომ მხატვარს ჰქონდა ასპერგერის სინდრომი. (ასპერგერის სინდრომი - განვითარების დარღვევა. აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვებს ნორმალური ინტელექტისა და განვითარებული მეტყველების ფონზე ახასიათებთ სოციალური ურთიერთობების დეფიციტი, კომუნიკაციის სირთულე და უცნაური, ექსცენტრიული ქცევები) შესაძლოა, სწორედ ეს დაავადება დაეხმარა მას სამყარო დაენახა სულ სხვა კუთხით.


image


მიუხედავად მაღალი შემოსავლებისა, მხატვარს არ უყვარდა კარგად ჭამა-სმა და თავის მოვლა. ის იკვებებოდა მხლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მცირე ულუფებით და ეძინა ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. შხაპსაც ძალიან იშვიათად იღებდა და ეს ჩვევა მხატვრამა მამის მითითებით შეიძინა. ბავშობიდან უნერგავდა მამა, რომ ხშირად დაბანა საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მხოლოდ სველი ჩვრით გაწმენდა, სრულიად საკმარისია. ბუონაროტის მამა 89 წლის გარდაიცვალა, ხოლო თავად მიქელანჯელო 88 წლის ასაკში. საინტერესოა, რამ შეუწყო მათ ამ ასაკამდე სიცოცხლეს ხელი, უჩვეულო დამოკიდებულებამ პირადი ჰიგიენის მიმართ თუ კარგმა გენებმა?






2. ანრი მატისი. image



ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი. მან ხატვა, პრაქტიკულად შემთხვევით დაიწყო. 20 წლის ასაკში მას ჰქონდა აპენდიციტის შეტევა, ხოლო ოპერაციის შემდეგ კი გარკვეული დრო სრული რეაბილიტაციისთვის, სახლში უნდა გაეტარებინა. მხატვრის დედამ გადაწყვიტა შვილის დღეები გაეფერადებინა და საღებავები და ფერწერისთვის საჭირო, სხვა ნივთები უყიდა. მატისი ისე გაიტაცა ხატვამ, რომ მალევე ხატვის სკოლაში ჩაირიცხა, თუმცა ამ ამბავს წარმატება მაშინვე როდის მოჰყვა, მხატვარმა მხოლოდ 40 წლის ასაკში მოახერხა საკუთარი ნიჭის დემონსტრირებით სტაბილური შემოსავალი ჰქონოდა.


გარკვეულ მომენტში, მატასი შეიპყრო სიბრმავის შიშმა და დაიწყო ვიოლანჩელოზე დაკვრის სწავლა, რათა დაბრმავების შემთხვევაში შესძლებოდა ქუჩის მუსიკოსად მუშაობა და ოჯახის ამ გზით რჩენა მაინც.



image


მხატვარს ჰქონდა ქორნიკული დეპრესია და გამუდმებით სწრაფვა მისკენ. "მხატვარი ტილოებს ქმნის შინაგანი ტკივილის გამო, თუმცა როდესაც ხალხი შეხედავს ჩემს ნახატებს, მინდა თავი იგრძნონ მშვიდად და ბედნიერად, ჩემი ტილოები მარტივი და გასაგები უნდა იყოს" - ამბობდა მატისი.



სიცოცხლის ბოლო წლები მხატვარმა ეტლში გაატარა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისი სამიქნობისთვის, ის კვლავ განაგრძობდა ხატვას მეტად უჩვეულო მეთოდით, მაკრატლით ჭრიდა ხატვისთვის განკუთვნილ ფრაგმენტებს და დიდი ჯოხის საშუალებით აწებებდა ტილოზე, რომელზეც ხატავდა.






3. ედვარდ მუნკი.image



ყველაზე ცნობილი ნორვეგიელი მხატვარი და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ხატავდა კონტრასტულად, "შეშფოთებულ" ნახატებს, გაჯერებულს შფოთვით. 5 წლის ასაკში მან დედა დაკარგა, რომელიც ტუბერკულოზით გარდაიცვალა. 19 წლის შემდეგ, ამავე დიაგნოზით გარდაიცვალა მისი უფროსი დაც. ამ მოვლენებმა კვალი დატოვა მხატვრის პიროვნულობასა და მოღვაწეობაზე: სიკვდილის, შიშის და სიყვარულის თემა გახდა მის ფერწერაში მთავარი.


image


მუნკი იყო მელანქოლიური ადამიანი, რთული ხასიათით. მის უკან რამდენიმე უცნაურობა შეიმჩნევა: მას არ მოსწონდა ყვავილები სახლში და სძულდა თითების, ფრჩხილების, ყურებისა და ქალის მკერდის ხატვა. ამავე დროს, ის იყო ნიჭიერი მთხრობელი, იუმორის გრძნობით. გარდა ამისა, ნორდიული სილამაზით იყო დაჯილდოებული. მაგრამ ავტოპორტრეტებზე, რატომღაც, მუნკმა წარმოაჩინა თავი ოდნავ უფრო ასაკოვნად, ვიდრე იმ დროს იყო და სახეზე ყოველთვის ჰქონდა მკაცრი, სერიოზული გამომეტყველება.



image


მუნკი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, თუმცა უყვარდა ნორვეგიელი, ლამაზი და მდიდარი ქალი ტულა ლარსენი. მათი ურთიერთობა სავსე იყო სკანდალებით. ერთი ვერსიის თანახმად, ერთ-ერთი კამათის დროს, ტულა თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ხოლო როდესაც მუნკმა სცადა მისი შეჩერება და იარაღის წართმევა, შემთხვევით ხელში ისროლა. ისინი დაშორდნენ, მხატვრის ფსიქიკური მდგომარეობა კი შეირყა: შეიძინა ნერვული აშლილობა და გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, რასაც ფისქიატრიულ კლინიკაში მკურნალობა მოჰყვა.



1918 წელს მხატვარი დაინფიცირდა ესპანური გრპით H1N1 (იგივე ღორის გრიპი), თუმცა მისი კარგი და ძლიერი იმუნიტეტის წყალობით, სიკვდილს გადაურჩა და დანარჩენი სიცოცხლე საკუთარ ვილაში მარტომ გაატარა. გარდაიცვალა 80 წლის ასაკში.






4. ედგარ დეგა.image



ფრანგ მხატვრსა და სკულპტორს, ედგარ დეგას გაუმართლა, რადგან ის დაიბადა და გაიზარდა მდიდარ ოჯახში და შეეძლო შემოსავალზე ფიქრის გარეშე, უბრალოდ ეხატა. უფრო მეტიც, მამა მას ამ საკითხში მხარს ყოველთვის უჭერდა. დეგა იყო პერფექციონისტი, შეპყრობილი იყო მუდამ განახლების სურვილით და მუდმივად შეჰქონდა კორექტირებები საკუთარ ნახატებში. ზოგჯერ უკვე გაყიდული ტილო გამოუსყიდია და მაინც შეუცვლია მასში რაღაც. მეგობრები ხუმრობდნენ მასზე, რომ დეგა ნახატს, მხოლოდ გაყიდვის შემდეგ თუ დაასრულებსო.


image



იგი ცნობილი გახდა მოცეკვავეების ტილოებით. ფილიგრიელმა იცოდა როგორ გადმოეტანა მათი სილამაზე და მოძრაობების სიზუსტე, ამავე დროს წარმოეჩინა დეტალურად კულუარული სამუშაოების სირთულე და ყოველდღიური რუტინა. თუმცა, ჰქონდა თუ არა პირადი ურთიერთობები ბალეტის მოცეკვავეებთან, ამასთან დაკავშირებით მის პირად ცხოვრებაზე ჩანაწერები არ მოიპოვება.



image



80 წლის ასაკში ედგარ დეგამ ფართო აღიარება პოვა. მისი ნახატები გიჟურ ფასებად გაიყიდა. ის იშვიათად ტოვებდა სახლს. ამბობენ, რომ მის კარს ჰქონდა სპეციალური ჩამკეტი, რომელსაც მხატვარი მე-2 სართულიდანაც კი აღებდა, თუმცა მისი კარი ყველასთვის როდი იღებოდა.





იხილეთ აგრეთვე:



სკანდალური შიშველი ბავშვები რენესანსის ეპოქაში - მარადიული ხელოვნების საშინელი ნამუშევრები +13image







5 ნახატი, რომელმაც დაღუპა თავისი მხატვარიimage












ეს ნამუშევრები კლასიკად ითვლება, თუმცა, როდესაც გაიგებთ რა იმალება მათ მიღმა, დაგბურძგლავთ!image










5 ცნობილი სურათი, რომელთა შესახებ სიმართლე დღემდე არავინ იცოდაimage











"საიდუმლო სერობის" აქამდე უცნობ საიდუმლოს ფარდა აეხადაimage












წარმოუდგენელი ხატები, რომელთა ნახვა შეგირყევთ ფსიქიკასimage












როგორ იცვლებოდა მხატვრობა რენესანსიდან ჩვენს დრომდე- საუკეთესო კრებულიimage











ისტორიული პერსონაჟები, რომელთა რეალური სახე აქამდე არ გინახავთimage














პორტრეტებიდან ცნობილი ქალები, რომელთა ბედის შესახებ აქამდე არ იცოდითimage













ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული პორტრეტებიimage

2
530
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
530
  
2020, 27 აპრილი, 15:06
დიდი მადლობა.
2020, 27 აპრილი, 14:21
შესანიშნავი სტატიაა.
0 1 2