x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
5 ცნობილი სურათი, რომელთა შესახებ სიმართლე დღემდე არავინ იცოდა
არსებობს სურათები, რომელთა ისტორიას წიგნებისა თუ სკოლის სახელმძღვანელოების საშუალებით ვეცნობით, რადგან ისინი ბავშვთა სასწავლო პროგრამაში ზის, ან თუნდაც გამოიყენება ფილმებში, მაგრამ ცოტა თქვენგანმა თუ იცის ამ სურათების ნამდვილი ისტორია, რადგან რასაც ვკითხულობთ მათზე, სინამდვილეში სულაც არაა სიმართლე.


დღევანდელ სტატიაში მინდა იმ ხუთი სურათის რეალური ისტორია გაგანდოთ, რომლებიც ტრეტიაკოვის გალერეაში ინახება და ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ მათ სულ სხვა თვალით შეხედოთ.



1. Александр Иванов-მა სურათზე "მაცხოვრის ხალხში გამოჩენა" მუშაობა დაიწყო 1837 წელს იტალიაში. 20 წლიანი მუშაობის შემდეგ მხატვარმა გააკეთა 6000-ზე მეტი ნატურალური ესკიზი და თვითონვე უწოდა ამ ნაშრომს "სამყარო". ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული თავისი ტრიუმფით ტკბობა, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა. სურათი კი მაშინვე იყიდა ალექსანდრე მე-II არა 10 000-ად როგორც ივანოვი გეგმავდა გაეყიდა, არამედ 15 000-ად.

image




2. ასევე 20 წელიწადი მოუნდა მხატვარი Виктор Васнецов-ი «Богатыри»-ს სახელით ცნობილი სურათის შექმნას. მხატვრისთვის ილია მურომცის პროტოტიპი გამხდარა ერთი ქრისტიანი ფერმერი, დობრინის პროტოტიპი ვინმე ვასნეცოვი, ხოლო ალიოშა პოპოვიჩის პროტოტიპი დღემდე არაა ცნობილი. (სურათი თუ არა, ამ "სამი ბაგატირის" მულტფილმი მაინც გექნებათ ნანახი).


ერთი შეხედვით სამი გმირი რაინდი წყნარად მიაჭენებს, თუმცა შავი ღრუბლები იმას მეტყველებს, რომ მტერი სადღაც ახლოა, თან თუ დააკვირდით სურათს, დობრინს თითქმის ამოღებული აქვს ხმალი ქარქაშიდან, დანარჩენებიც მტრის მოსაგერიებლად ემზადებიან.

image




3. Васил Пукирев-ს საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში პროფესორის წოდება მიენიჭა სურათი "შეუფერებლი ქორწინების" შესრულებისთვის. მე-XIX საუკუნეში მთელს რუსეთში მისი ნახატის თემა იყო ძალზედ აქტუალური. 1861 წელს, წმინდა სინოდის განკარგულებით გაუქმდა ასაკთა დიდი სხვაობის შემთხვევაში ქალსა და კაცს შორის ქორწინება.


სამწუახაროდ ექსპერტთა აზრები გაიყო და სურათზე მოცემული პროტოტიპების ვინაობა უცნობია, თუმცა იმას კი ამტკიცებენ, რომ დედოფლის უკან მდგარი გულზე ხელებდაკრეფილი მამაკაცი თავად პუკირევია.


ასევე გაიყო აზრები ნახატზე მოცემული ნეფე-პატარძლის ვინაობაზე. ნაწილი ამტკიცებს, რომ პუკირევმა ავტობიოგრაფიული პორტრეტი დახატა თავისი ცხოვრებიდან, ნაწილმა კი მიიჩნია, რომ ეს პუკირევის ახლობლის ვასილის ცხოვრებაა.

image



4. "დილა ფიჭვიან ტყეში" სურათი რომ Иван Шишкин-ს ეკუთვნის, ყველასთვის კარგად ცნობილი ფაქტია, თუმცა ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცოდა, რომ მას მხოლოდ პეიზაჟი ეკუთვნის, საყვარელი დათუნიები კი მისმა ახლო მეგობარმა Константин Савицкий-მ დახატა.


ნახატი მალევე შეიძინა ტრეტიაკოვის გალერეამ და სურათის ისტორიიდან საერთოდ გააქრო სავიცკის გვარი, იდეად დათვებიც დიდად არ მოწონდა, თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის ხელოვნების ისტორიის განუყოფელი ნაწილი გახდა ეს საყვარელი სამი ბელი და დედა დათვი. (ეს სურათი თქვენც ხშირად გინახავთ "დათუნია ვაფლის-შოკოლადის" შესახვევ ქაღალდზე ალბათ)

image



5. სურათი "მოსკოვის ეზო" 1878 წელს შეასრულა მხატვარმა Васили Поленов-მა. ვასილი თავისთვის ეძებდა ბინას და უცებ ეს პეიზაჟი გადაეშალა თვალწინ. ის მაშინვე დაჯდა და დაიწყო ტილოს ხატვა, თუმცა ადამიანები მოგვიანებით ჩართო სურათში.

image


ეს ნახატიც ტრეტიაკოვის გალერეამ შეისყიდა. მხატვარმა კი მყისიერად მოიპოვა ამ ნაშრომისთვის დიდება. ამავე წელს- 1878-ში შეასრულა პოლენოვმა ნახატი "ბებიას ბაღი", რომელმაც ასევე დიდი აღტაცება გამოიწვია საზოგადოებაში.

image


3
1874
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1874
  
2016, 8 ნოემბერი, 16:52
ის სამი დათვი ვაფლის შეფუთვაზე ეხატნენ გამახსენდა ადრე რომ ვყიდულობდი!
2016, 8 ნოემბერი, 13:30
გაიხარეთ. ბევრი სტატია მაქვს ფერწერასა და ხელოვნებაზე, მაგრამ მიუხედავად გაწეული ბევრი შრომისა, თითქმის არავინ ნახულობს :((
2016, 8 ნოემბერი, 13:02
ულამაზესი სტატიაა... მიყვარს ფერწერა...
0 1 3