x
image
მანჩო 777
უცნობი მორზე: არაღიარებული მხატვარი, ტელეგრაფის გამომგონებელი თუ ცნობილი ავანტიურისტი
სემუელ მორზეს სახელი ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი ყველაზე პოპულარული გამოგონების- მორზეს ანბანის წყალობით, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ მორზე ამავე დროს იყო საკმაოდ ნიჭიერი მხატვარი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნიუ-იორკის ნაციონალური სურათების გალერეისა.



image


სემუელ ფლინ მორზე დაიბადა ამერიკაში, მღვდლის ოჯახში. თავისი პირველი სერიოზული ნაშრომი მან 14 წლის ასაკში შექმნა. მორზემ საკმაოდ საინტერესო და წარმატებული ოჯახური პორტრეტი დახატა, ხოლო ცოტა მოგვიანებით შექმნა ცნობილი ტილო " მომლოცველების გადასხმა", რომელშიც ასახა პირველი ახალმოსახლეების ჩასვლა ამერიკაში. ამ ნახატმა მიიპყრო იმ დროისათვის ცნობილი მხატვრის ოლსტონის ყურადღება, რომელმაც ჭაბუკს შესთავაზა მასთან ერთად გამგზავრებულიყო ინგლისში ფერწერის შესასწავლად. სამუელის მშობლებს არ მოეწონათ ეს აზრი, თუმცა შვილისათვის მათ ხელი არ შეუშლიათ.




imageფოტოზე: სემუელ მორზე, ავტოპორტრეტი



1811 წელს 20 წლის მორზემ სწავლა დაიწყო სამეფო აკადემიაში. აკადემიაში სწავლის დროს მორზემ შექმნა ორი მნიშვნელოვანი ნაწარმოები: "მომაკვდავი ჰერკულესი" და "იუპიტერის სასამართლო".



image



24 წლის მორზე ამერიკაში დაბრუნდა, როგორც პროფესიონალი მხატვარი, თუმცა სამშობლოში მას არავინ იცნობდა და მისი სურათების ყიდვის სურვილიც არავის არ ჰქონდა. მაშინ მან დაიწყო პორტრეტების ხატვა შეკვეთით. მათ შორის იყო აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტ ჯონ ადამსის, მარკიზ დე ლაფაიეტის და ამერიკის მეხუთე პრეზიდენტის ჯეიმს მონროს პორტრეტი.



image



ნიუ-იორკში მორზემ დააარსა სურათების ეროვნული აკადემია, რომლის პირველი პრეზიდენტიც თავადვე იყო. ამავე დროს ის აგრძელებდა თავისი ოსტატობის სრულყოფისათვის მეცადინეობას და ევროპაში სწავლას. მისი გატაცება ამ მხრივ იმდენად სერიოზული იყო, რომ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მალე ის კარდინალურად სულ სხვა საქმიანობით იქნებოდა დაკავებული. მოგვიანებით მორზე აღიარებდა: "მე ჩემი ახალგაზრდობა მხოლოდ ფერწერას შევწირე, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ შევძელი დამევიწყებინა ფრაზა, რომელიც ბავშვობაში მოვისმინე საბუნებისმეტყველო მეცნიერების გაკვეთილზე: თუ ელექტრულ დენს გზაზე რამე წინააღმდეგობა შეხვდა, ის ხილული გახდება. ეს აზრი იყო პირველი მარცვალი, რომლიდანაც მრავალი წლის შემდეგ აღმოცენდა ტელეგრაფის გამოგონების იდეა".



image



ტელეგრაფს ბევრი გამომგონებელი ჰყავდა და მორზე არ ყოფილა მისი პირველაღმომჩენი. ახალი ტიპის კავშირის შემქმნელი რუსეთში იყო შილინგი, გერმანიაში - ჰაუსი და ვებერი, ინგლისში-კუკი და უიტსტონი, მაგრამ მათი ელექტრომაგნიტური აპარატები იყო ისრებიანი, ხოლო მორზეს მიერ გამოგონებული კი ელექტრომექანიკური ტელეგრაფი. მან მიიღო პატენტი აპარატის გამოგონებაზე და მისი მუშაობის დემონსტრირება მოახდინა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, მაგრამ იმდროინდელმა ცნობილმა მეცნიერებმა არამარტო სათანადოდ ვერ შეაფასეს მორზეს ქმნილება, არამედ მის ავტორს ავანტიურისტიც კი უწოდეს. საქმე იმაში იყო, რომ პირადად მას ამ აპარატის შექმნამდე არაფერი არ გამოუგონებია, მან უბრალოდ გააერთიანა მისი წინაპრების უკვე მოქმედი აღმოჩენები, მაგრამ თავად მორზე დარწმუნებული იყო, რომ უკვე არსებულის ჭკვიანური გამოყენება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე რამე სიახლის დანერგვა.

მორზეს გამოგონება რევოლუციური გახდა არა მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიის წყალობით, არამედ მათი ფიქსაციით და გამოყენების ფართო სპექტრის არსებობით და ეს იმ დროს, როცა მორზე საერთოდ ვერ ერკვეოდა ელექტრობაში ბოლოდროინდელ აღმოჩენებში; უფრო მეტიც- მან ელექტრობის ძირითადი წესები და კანონებიც კი არ იცოდა კარგად. მას არ გააჩნდა პროფესიული ცოდნა და მომზადება, თუმცა ეს ორი თვისება შეცვალა მიზანდასახულობამ და სიჯიუტემ.

მაგნიტურისრიანი ტელეგრაფი მორზეს გამოგონებამდეც არსებობდა, მაგრამ ის გამოყენებისათვის მეტად მოუხერხებელი იყო. მორზემ გადაწყვიტა ისარი შეეცვალა თვითმწერით, რომელიც მიღებულ შეტყობინებას ტელეგრაფის აპარატზე გადაჭიმულ ქაღალდის ზოლზე დაბეჭდავდა. მორზეს გამოგონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალფრედ ვეილმა, რომელსაც სემუელისაგან განსხვავებით, ჰქონდა ტექნიკური განათლება. მან გამოიგონა ტელეგრაფის აპარატის საბეჭდი სქემა და სრულყოფილი გახადა სატელეგრაფო კოდი. ამის შედეგად გაჩნდა მორზეს ცნობილი ანბანი, რომელიც წარმოადგენდა მოკლე და გრძელი სიგნალების კომბინაციას, დაფიქსირებულს ქაღალდის ლენტაზე წერტილების და ტირეების სახით.



image



სახელი, აღიარება და სიმდიდრე მორზესთან მხოლოდ სიბერეში მივიდა. მისი გამოგონების სამეცნიერო-პრაქტიკული ღირებულება მოგვიანებით ბევრმა აღიარა, მათაც კი, ვინც მის გამოგონებას არაფრად აგდებდა და მეცნიერს ავანტიურისტს უწოდებდა. სემუელ მორზე 1872 წელს გარდაიცვალა. მის სიკვდილთან ერთად დაიფერფლა მისი, როგორც დიდი გამომგონებლის სახელი, მაგრამ სამაგიეროდ აღორძინდა როგორც თვითმყოფადი, გენიალური მხატვრისა.

0
316
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0