საქართველო სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოვიდა 2020, 22 აპრილი, 15:32 მთავრობა და ოპოზიცია პარლამენტის რიგ გარეშე სესიაზე შეიკრიბა, სადაც კანონმდებლები მსჯელობენ უნდა გახანგრძლივდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე.
სხდომა გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც განმარტა რა Შეიძლება მოჰყვეს საგანგებო მდგომარეობის დროზე ადრე გაუქმებას. ქვეყნის პირველი პირი ხედავს რისკს, რომ Შესაძლოა საქართველოში კორონა ვირუსის მეორადი აფეთქება მოხდეს.
“ იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე Შევამციროთ და Ჩვენს მოსახლეობაზე მისი Შედეგები Შევამსუბუქოთ საჭიროა, საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდეს . რადგან შეზღუდვების ნაადრევ მოხსნას Შეეძლო გამოეწვია უდროო და დიდი საფრთხეები, კერძოდ - მეორადი აფეთქება, რის Შედეგად კიდევ უფრო გამკაცრება დაგვჭირდებოდა .
ასეთი Შეცდომების დაშვების უფლება რ გვაქვს . ასევე ყველაფერი კეთდება საიმისოდ რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე, და მაშასადმე საარჩევნო კალენდარზე და Ჩვენ დემოკრატიულ სვლაზე . ''
განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.
52 1-ს მოსწონს
|