საქართველო პარლამენტის თავჯდომარე ბესელიას ეთიკისკენ მოუწოდებს 2019, 17 აპრილი, 15:50 პარლამენტის სხდომაზე, პარლამენტის თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ''ქართული ოცნების'' ყოფილ წევრს, ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე ბესელიამ მიმართა ფორმით - შენ“ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ.ხომ ხედავ, სადაც ვზივარ.თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა". რის შემდეგაც პარლამეტის თავჯდომარემ შემდ3გი სიტყვებიტ მიმართა ქალბატონ ბესელიას: “პარლამენტის თავჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს.შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას".მიკროფონის გამორთვის შემდეგ, ეკა ბესელია ავიდა ტრიბუნაზე, საიდანაც ირაკლი კობახიძეს სხდომა მიჰყავდა. პარლამენტის თავჯდომარემ მანდატურის სამსახურს მოუწოდა, ეკა ბესელიასთვის ეკა ბესელიასთვის მიემართა ეთიკის დასაცავად.ტრიბუნიდან ასეთი დიალოგი ისმოდა :ბესელია:“ხო არ შეგეშინდა?" კობახიძე:“შიში თქვენკენ მოიკითხეთ!" ბესელია:“სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ წესიერად მოიქეცი!"კობახიძე: “შიში ქალბატონო ეკა თქვენკენ მოიკითხეთ!" ბესელია-კობახიძის დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. 38 3-ს მოსწონს
|