საქართველო პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს 2019, 2 მაისი, 16:28
“პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური - ეს ერთი. მეორე - ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ სამწუხაროდ პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში."განაცხადა ბატონმა გიორგი გახარიამ. 33 1-ს მოსწონს
|