x
image
intermedia.ge
Mediator image
გამომცემლობა "პალიტრა L" და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რომ წიგნი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდეს
image


30 აპ­რი­ლი­დან მკი­თხვე­ლი ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად მი­ი­ღებს პრო­ექ­ტში "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის წიგ­ნებს. ქარ­თულ ბესტსე­ლე­რებს, რომ­ლებ­მაც პო­პუ­ლა­რო­ბით ყვე­ლა რე­კორ­დი მოხ­სნეს.


ანა­ნო თავ­ხე­ლი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბის მარ­კე­ტინ­გი­სა და პი­ა­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო ვი­თა­რე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც წიგ­ნის ყიდ­ვაც შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვწე­რენ და გვე­კი­თხე­ბი­ან, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს წიგ­ნი მათ­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, ვი­ფიქ­რეთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და მკი­თხვე­ლამ­დე მიგ­ვე­ტა­ნა წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ყოფ­ნი­სას, დრო­ის სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ტა­რე­ბის და ლი­ტე­რა­ტუ­რულ თავ­გა­და­სა­ვალ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. რად­გან პრე­სა შე­ზღუ­დუ­ლი არ არის, ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბი პრე­სას­თან ერ­თად კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა".


ეს იმ ავ­ტო­რე­ბის წიგ­ნე­ბია, რომ­ლე­ბიც სამი წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რო­ბას არ თმო­ბენ და ინარ­ჩუ­ნე­ბენ წამ­ყვან პო­ზი­ცი­ებს ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად იმ ტოპ-10 წიგნს შო­რის, რომ­ლე­ბიც მკი­თხვე­ლის დიდი მო­წო­ნე­ბით სარ­გებ­ლობს. სწო­რედ ამ პრო­ექ­ტის დამ­სა­ხუ­რე­ბით დამ­კვიდ­რდა ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ბა­ზარ­ზე ის ტენ­დენ­ცია, რომ წიგ­ნე­ბის ტო­პა­თე­ულ­ში უმ­რავ­ლეს პო­ზი­ცი­ებს ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი ინარ­ჩუ­ნე­ბენ, კერ­ძოდ კი სწო­რედ პრო­ექ­ტის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი. ეს მა­შინ, როცა ამ ათე­ულ­ში მხო­ლოდ 1 ან 2 ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი თუ იყო. უნდა ით­ქვას, რომ ამ ნი­ჭი­ე­რი ავ­ტო­რე­ბი­დან ბევ­რი არ აპი­რებ­და ან ვერ ბე­დავ­და წე­რას, მით უფრო რო­მა­ნი­სას, მაგ­რამ სწო­რედ­ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის დამ­სა­ხუ­რე­ბით გა­ი­კა­ფეს გზა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გახ­დნენ ავ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სჭირ­დე­ბა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­სა და მკი­თხველს. მათი პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ში­ნა­არ­სი და სათ­ქმე­ლი კი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ ამი­ტო­მაც ამ ავ­ტორ­თა წიგ­ნე­ბი იქ­ცნენ მკი­თხვე­ლის იმ ფა­ვო­რი­ტე­ბად, რო­მელ­თა ტი­რა­ჟი მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად 100 000-ზე მე­ტია.



აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ავ­ტორ­თა­გან შო­რე­ნა ხუ­ხუა და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი პრე­მია "ლი­ტე­რას" ლა­უ­რე­ა­ტე­ბი არი­ან, ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე კი "ლი­ტე­რას" ფი­ნა­ლის­ტი გახ­და. შო­რე­ნა ხუ­ხუ­ას "შე­მო­ვალ ეტ­ლით" გერ­მა­ნულ ენა­ზე ითარ­გმნა და ის ფრან­კფურ­ტის ფეს­ტი­ვალ­ზე ავ­სტრი­ელ­მა რე­დაქ­ტორ­მა წა­რად­გი­ნა; ელის დოჯ­სო­ნის "რაფ­ლე­ზია" ინ­დო­ეთ­ში გა­ი­ყი­და; ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის "შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა" 2019 წლის ბესტსე­ლე­რი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი".


ამ ავ­ტო­რე­ბის ჩამონათვალი კი, ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: ელის დოჯ­სო­ნი ("რაფ­ლე­ზია"), თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე ("აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე"), შო­რე­ნა ხუ­ხუა ("შე­მო­ვალ ეტ­ლით"), ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი ("შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა"), გვან­ცა გუ­ბე­ლა­ძე ("შუ­ლა­მე­ლი გო­გო­ნე­ბი"), ნა­თია ჯა­გოდ­ნიშ­ვი­ლი ("ცდუ­ნე­ბა"), ვახ­ტანგ ვახ­ტან­გა­ძე ("ალა­ჰი ჩემი მე­გო­ბა­რია") და იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი ("ტრან­სმუ­ტა­ცია"), თი­ნა­თინ ბე­რი­ძე ("მო­პა­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი"), არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი ("ფეხ­ბურ­თის მო­თა­მა­შე"), ნანი მან­ვე­ლიშ­ვი­ლი ("ოდი­სევ­სის სინ­დრო­მი"), თა­მარ გო­დე­რი­ძე ("ყვა­ვი­ლე­ბი სახ­ლთან ახ­ლოს"), ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი ("ჩა­ი­ნა კონ­ტრას­ტე­ბი­დან").

აი, რას წე­რენ თა­ვი­ან­თი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ ავ­ტო­რე­ბი, რომლთაც კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს.


თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძე: "აღია­რება ხე­ლის­გულ­ზე", ეს არის მო­დერ­ნის­ტუ­ლი რო­მა­ნი, პოსტმო­დერ­ნის­ტუ­ლი ელე­მენ­ტე­ბი­თა და სიმ­ბო­ლიზ­მით. ვი­ყე­ნებ ზუს­ტად იმ ენა­სა და ლექ­სი­კას, რომ­ლი­თაც ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მე­ტყვე­ლე­ბენ. როცა მკი­თხველს მარ­ტი­ვი ენით ესა­უბ­რე­ბი, სწრა­ფად შე­დის როლ­ში. წიგნ­ში ყო­ველ გვერ­დზე რა­ღაც ახა­ლი ხდე­ბა და, ყო­ვე­ლი თა­ვის და­სას­რუ­ლი რთუ­ლი გა­მო­საც­ნო­ბია. წიგ­ნი სავ­სეა სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ვნე­ბით! თით­ქოს ფურ­ცლებ­ში ჩაბ­ნე­უ­ლია მარ­ცვლე­ბი და ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სა­სურ­ვე­ლი მარ­ცვლის გაღ­ვი­ვე­ბა".


თი­ნა­თინ ბე­რი­ძე: "ერთ დღეს მე და ჩემს მე­გობ­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი "შე­მოგ­ვე­ყა­რა". ეს იყო ის ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის კონ­კურ­სმა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ ჩემი წიგ­ნი და­წე­რი­ლი­ყო. მეხ­მა­რე­ბო­და იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­თხუ­ლობ­დნენ ჩემს ნა­წე­რებს. და კი­დევ: ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბა, შენს წიგნ­ზე სა­უ­კე­თე­სო კი­ნოს­ცე­ნა­რი და­ი­წე­რე­ბა, თით­ქოს მოვ­ლე­ნე­ბი კი­ნო­კად­რე­ბი­ვით მი­დი­სო... გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ეს მოხ­დე­ბა".


არ­ჩილ ფი­რი­აშ­ვი­ლი: "ბიზ­ნე­სის სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ. ვე­რა­სო­დეს ვი­ფიქ­რებ­დი, თუ ჩემს დაგ­რო­ვე­ბულ სათ­ქმელს ასე ამოვ­თქვამ­დი. ამის­თვის გზა ამ შე­სა­ნიშ­ნავ­მა კონ­კურ­სმა გა­მიხ­სნა. ჩემი წიგ­ნი არის იმ პრო­ტეს­ტის გა­მო­ხატ­ვა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ცხოვ­რე­ბის მი­მართ აქვთ. ეს იმ ადა­მი­ა­ნის ამ­ბო­ხია, რო­მე­ლიც ვე­ღარ იტანს სი­ყალ­ბეს და ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს".


თა­მარ გო­დე­რი­ძე: "არც ვიცი, რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო მად­ლი­ე­რე­ბა იმ კონ­კურ­სის მი­მართ, რო­მელ­მაც ჩემი ფიქ­რე­ბი წიგ­ნად აქ­ცია. წიგნ­ში სამი თა­ო­ბის გან­ცდე­ბია გად­მო­ცე­მუ­ლი და ვიცი, რომ სა­მი­ვე თა­ო­ბა სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ი­კი­თხავს. ჯერ კი­დევ კონ­კურ­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას უთ­ბი­ლე­სი გან­ცდე­ბით მავ­სებ­და კონ­კურ­სის მკი­თხვე­ლე­ბის ნათ­ქვა­მი - როცა შენს რო­მანს ვკი­თხუ­ლობ­დით, ზოგ­ჯერ ვტი­რო­დი­თო. ეს ბედ­ნი­ე­რე­ბაა ჩემ­თვის და, ალ­ბათ, ასე იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვი­საც".


ნი­კო­ლას მა­ჩა­ბე­ლი: "ეს არის ამ­ბა­ვი ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა­ზე, ანუ ყვე­ლა იმ ახალ­გაზ­რდის სიმ­ბო­ლო­ზე, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში მი­დი­ან სა­არ­სე­ბოდ. ჩემი გმი­რი სა­კუ­თარ თავს უს­ვამს კი­თხვას, ღირს თუ არა წას­ვლა. და რად­გა­ნაც არ არის სხვა გა­მო­სა­ვა­ლი, მა­ინც მი­დის. თუმ­ცა არა ევ­რო­პა­ში ან ამე­რი­კა­ში, არა­მედ ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ისეთ მძაფრ რე­ა­ლო­ბას ეჩე­ხე­ბა, რო­მე­ლიც მკი­თხველს ბევრ რა­მეს შე­ახ­სე­ნებს სი­ცო­ცხლე­სა და მის საზ­რის­ზე. ეს ქარ­თვე­ლი ბიჭი ისე გა­ნიც­დის სამ­შობ­ლოს­გან შორს ყოფ­ნას, რომ რო­დე­საც დე­დას­თან რე­კავს, სთხოვს, ჩვე­ნი უბ­ნის ჩი­ტე­ბის ჭი­კ­ჭი­კი მო­მა­ს­მე­ნი­ნეო. და სა­ბო­ლო­ოდ, სამ­შობ­ლო­ში ბრუნ­დე­ბა, რი­თაც სა­კუ­თარ თავს უბ­რუნ­დე­ბა".


შო­რე­ნა ხუ­ხუა: "ჩემი წიგ­ნი შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნის სუ­ლის ნა­წი­ლია, რომ­ლის გა­მო­ხატ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა იმ შე­სა­ნიშ­ნავ­მა პრო­ექ­ტმა, რო­გო­რიც არის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი". შე­იძ­ლე­ბა ეს წიგ­ნი იმი­ტომ დავ­წე­რე, რომ ვიცი, რას ნიშ­ნავს სი­ა­რუ­ლი, სირ­ბი­ლი, შემ­დეგ კი ეტ­ლში ჯდო­მა და ისევ ად­გო­მა. ეს მოხ­და მა­შინ, რო­დე­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ისე­თი სა­ბე­დის­წე­რო შემ­თხვე­ვა მოხ­და, რის შემ­დე­გაც…ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უნ­ძრევ­ლად ვი­წე­ქი. ალ­ბათ, ამი­ტომ გავ­ბე­დე ასეთ რთულ თე­მას შევ­ხე­ბო­დი. მინ­დო­და მკი­თხველს და­ე­ნა­ხა "ბორ­ბლე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე" ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რო­ბით ფა­სობს".


30 აპ­რილს ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად მკი­თხვე­ლი მი­ი­ღებს თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის რო­მანს "აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე". წიგნის სპეციალურ ფასი 8, 50 ლარი იქნება ჟურნალ "გზასთან" ერთად 10, 00 ლარი.



0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0