პოეზია "კვირის დილას მზეს ეკიდა წმინდა სული იესოს" 2020, 19 აპრილი, 16:36 აღდგომა (ნინო კემულარაია)აპრილსა და მაისს შუადღეებს წყლული სტკიოდათ,ჯვარზე ეცვათ გაზაფხული,კვირტებს სისხლი სდიოდათ.გოლგოთაზე მიწა ძრწოდა,ზეცამ ზეცა დაღარა,ქრისტემ ეკლის გვირგვინიდანსიყვარული დაღვარა.ღვთიმშობელის მზერა კრთოდა,მზის თვალების სადარო,ღმერთის სისხლით შეიღება,წვეთ-წვეთებად სამყარო.კვირის დილას მზეს ეკიდაწმინდა სული იესოს,ოცდაათი ვერცხლის შურიიუდას გულს მიესო.გზას მივყვები ტაძრისაკენლოცვით ცოდვებს გვერდით,ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!..- ქრისტე აღსდგა მკვდრეთით...96 2-ს მოსწონს
|