საზოგადოება უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო?-კოკო გამსახურდია მეუფე იაკობზე 2020, 18 აპრილი, 14:58 საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას უფროსი ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსზე მეუფე იაკობზე(იაკობიშვილი)სოციალურ ქსელში მოკლე პოსტს აქვეყნებს: "უკაცრავად, ეს გელა ლანჩავას მოადგილე არ იყო? ვიზეა იცით ლაპარაკი? აი, 1992 წლის 2 იანვრიდან ნიღბოსანი, კალაშნიკოვიანი ნაძირალები და არაკაცები ხალხს რომ ხვრეტდნენ ქუჩებში, მშვიდობიან, შეუიარაღებელ მომიტინგეებს, იმათზეა საუბარი. კონსტანტინე იაკობიშვილი 2003 წელს აღიკვეცა ბერად და იწოდა "იაკობად" 2010 წლის 7 მაისს წმინდა სინოდმა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იაკობი გამოირჩია ცურტაველ ეპისკოპოსად და ქორეპისკოპოსად;
2010 წლის 9 მაისს, მცხეთის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავრების თანამწირველობით, ეპისკოპოსად აკურთხა;
2423 8-ს მოსწონს
|