x
image
ნინო ბაისონაშვილი
Mememnto mori -ძველრომაული სიბრძნე , რომელიც საპატრიარქოში დაავიწყდათ
ანტიკური რომისგან ჩვენ ბევრი სიკეთე დაგვრჩა. ძალიან დიდი სიბძნე გვერგო მემკვიდრეობით რომაელებისგან, მათ შორის “მემენტო მორი“ - ეს ფრთიანი ფრაზა .

ძველ რომში ასეთი ტრადიცია არსებობდა : როცა ომიდან გამარჯვებული სარდალი ბრუნდებოდა, საზეიმო მსვლელობის დროს, მის უკან იდგა მონა, რომელიც ამ სიტყვებს ეუბნებოდა. ეს იყო მისთვის შეხსენება, რომ რასაც უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში, რა სამხედრო მწვერვალებიც უნდა დაიპყროს, რამდენი ტრიუმფიც უნდა მოუტანოს რომს, ამპარტავნებაში არ უნდა გადავარდეს, ტრიუმფატორის ტიტულით ტკბობას არ უნდა მიეცეს და მუდამ ახსოვდეს, რომ მხოლოდ კაცია, კაცი და არა - ღმერთი.

დროსთან ერთად ამ ფრაზამ სხვადასხვა დატვირთვა და ინტერპრეტაციები შეიძინა, მაგრამ იდეა, რომ არაფერმა გაქციოს ავყია, უკიდეგანოდ თვითკამყოფილ, ამპარტავან და ხარბ არსებად, რომელსაც ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა-ქალამნად, უცვლელი დარჩა.

ქრისტიანული მოღვრების მიხედვით, ეს შეხსენებაა საიქიო ცხოვრებისა, რათა ადამიანი მთლიანად ხორციელ ტკბობას არ მიეცეს, ამპარტავნების ცოდვაში არ ჩავარდეს და სული არ წაიწყმიდოს .


ხელოვნებაში “მემენტო მორი“ დამკვიდრდა, როგორც მოკვდავობის სიმბოლო.

ეს ძლიერი ნათქვამია, ზუსტი, ლაკონური და გასაგები, მაგრამ ჩვენს სასულიერო პირებს რად დაავიწყათ?

ჩვენმა მაღალმა სასულიერო იერარქებმა, ვგონებ, თავადაც დაიჯერეს საკუთარი უკვდავება. აი, მან, სულ ყველაზე მთავარმა, რომელმაც დიდიხანია ღმერთს გაუტოლა თავი და ამის გამო აშკარად არანაირ უხერხულობას არ გრძნობს, საბოლოოდ გააწნა სილა სახელმწიფოს და დაამტკიცა, რომ მეტიც, თავადაა სახელმწიფო .

სეკულარისტული თვალით ერთობ მტკივნეული საყურებელია ორი დღე სპატრიარქოს კარზე დესპანებად მივლინებული მინისტრები და ქვეყნის მთავარი იმუნოლოგ-ინფექციონისტები პანდემიის პირობებში როგორ ევედრებიან ამ უკანასკნელთ, ინებონ და სასიცოცხლოდ აუცილებელ ახალ წესრიგს დაემორჩილნონ, რაც, პრაქტიკულად, შედეგის გარეშე დასრულდა. მივლინებულებმა რაც შეიტანეს, ისევე ის გამოიტანეს და საბოლოოდ, ყველაზე მეტი პასუხისგებლობა არც მეტი, არც ნაკლები, საზოგადოებას დააკისრეს. ალბათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოვიდგენდით, ისეთი სცენარია.

თითქოს ეს არ კმარა და ჩვენი სამღვდელოება აგრძელებს მრევლის წაქეზებას, იწვევს ტაძრებში და ჯიუტად უარყოფს ფაქტს, რომელიც ხელისგულზე გამოჩნდა : ეკლესიის კლასტერი გაჩნდა, დაინფიცირდნენ სასულიერო პირები, ცხადია, მრევლიც, მაგრამ ვინ გაბედავს ამის ღიად გაცხადებას? ვის ასქვს ორი თავი ან სასწორზე შესაგდები რეპუტაცია? რომ აღარფერი ვთქვათ ბოროტ ან კომიკურ განცხადებებზე : კორონავირუსი სასჯელია, რომელიც აბორტები და “სოდომიის“გამო დაგვაწია უფალმა, რომ კორონას მხოლოდ მოხუცები ეწირებიან და კულმინაცია, სიბრიყვის და ბოროტების ერთგავრი
სინთეზი და აპოთეოზი : მასონებმა შემოგვიგდეს.
აქ უბრალოდ აღარ გავამახვილებ იმაზე დიდ ყურადღებას, რომ მათი მხრიდან ამ დრომდე, პანდემიის წინააღმდეგ
და უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღოჩენილი მოქალქეების დასახმარებლად არნაირი კეთილი ნება, ინიციატივა თუ პროგრამა არავის უნახავს, სამაგიეროდ, ყოველივე მოსახვეჭელს ხარბად იხვეჭენ ყველა დროსა და პირობებში.

დიახ, ძვირფასო მკითხველო, დიდიხანია, მათ დაიჯერეს საკუთარი უკვდავება, დიდიხანია, დაივიწყეს სიკვდილი, მაგრამ ვაი, რომ მას არავინ ავიწყდება.

წესით, ქრისტიანებს და აღმსარებელ მორწმუნეებს ამას მე არ უნდა ვახსენებდე, რადგან თავმდაბლობა, გულწრფელობა, სააქაო და საიქიო ცხოვრების შესახებ რწმენა, ის, რომ უფალი ერთია და მხოლოდ ისაა უკვდავი, მომხვეჭველობა და სიხარბე კი მომაკვდინებელი ცოდვები- ქრისტიანობის ქვაკუთხედია.

მემენტო მორი !

image

გახსოვდეს სიკვდილი!

2
838
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
838
  
2020, 17 აპრილი, 11:11
თავში არ აგივარდესო,ამას ნიშნავს მემენტო მორი ჩვენს ენაზე.ზოგიერთ საეკლესიო იერარქს ნამდვილად აქვს თავში ავარდნილი ხალხის და ხელისუფლებების პატივისცემა და მოწიწება და ურცხვად ავლენენ თავიანთ ერთუჯრედიან ბუნებას.ასეთი მამაოები უნდა მოშორდნენ თავიანთ საქმიანობას და დაუთმონ გზა გულმოწყალე,შეგნებულ და უანგარო,მტკიცე რწმენაში მყოფ სასულიერო პირებსდღევანდელ ეკლესიას განწმენდა სჭირდება უღირსებისაგან.დიდება უფალს.
2020, 17 აპრილი, 9:01
ცნობილი ფაქტია რუის-ურბნისის კრება და მისი სასარგებლო შედეგებიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი.
ვფიქრობ დადგა დრო აილაგმონ ეს კადნიერი ბატონები რომლებიც გადამხდელთა ფულით ნაპატივებ - გაფუყულან და გაუგონარ ურჩობას იჩენენ.
ხალხს გაუჭირდება, იმიტომ რომ უჭირს და იმედის ხიდს ხედავენ მათსა და უფალს შორის, ხელისუფლებამ უნდა მიუჩინოს მათ ერთხელ და სამუდამოდ კუთვნილი ადგილი და საბოლოოდ უნდა თქვას უარი მათთან კეკლუცზე და შიშებზე რომ მერე არჩევნებზე ხალხი ამის გამო განუდგება მათ.
მართლა ძალიან მძიმე საყურებელია როგორ უგულველყოფენ რეალურ საშიშროებას და არაფერზე დაფუძნებული სიბრიყვით, შეფარულად მოუწოდებენ მრევლს საფრთხეში ჩაიგდონ თავი, თითქოს იმ დღეს ეკლესიაში მისვლით გამოვლინდება მათი არსებობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.
არ ვიცი ნინო რა ვთქვა, ალბათ სწორედ ის ხალხი გვმოძღვრავს და გვმართავს, რომელიც ჩვენ აზროვნებას და გონებრივ სიმწიფეს შეესაბამება, იქნებ ეს იყოს რასაც ვიმსახურებთ, თორემ სხვაგვარად მეტ სიფრთხილეს გამოიჩენდნენ, უფრო მეტად შეშინდებოდათ ჩვენი რისხვის. ხომ გაგიგია: ცხვარი ცხვარიაო, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენში ამ ანდაზას სხვა გაგრძელება აქვს: "ცხვარი, ცხვარიაო და ცხვარად სურს რომ დარჩეს"
0 1 2