პოეზია "მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ - ჩემს ჭკუაზე გადმომყავს სამყაროც.." (ტარიელ ხარხელაური) 2020, 16 აპრილი, 22:03 მანძილი შენამდე დიდიამანძილი შენამდე დიდია,ჩემიდან შენამდე - არც ისე,ამინდი საგრძნობლად მშვიდია,მანცვიფრებ...ჯერ კიდევ ყვავიან ატმები,ქარია - მომიტანს რამე ჭორს,მე ვამბობ, არ მომენატრები,შენ სდუმხარ, იღიმი საეჭვოდ,ვარსკვლავნი აენთნენ,რომ ვხედავ, შორი-შორს საკმაოდ,მე ახლა გიჟი ვარ საერთოდ -ჩემს ჭკვაზე გადმომყავს სამყაროც,მუდმივად რაღაცა მაწამებს დაჩემში მუდმივად ბინდია..და მაინც მიზიდავს,წამწამებსმთვარე რომ ნისლივით ჰკიდია.შორს სადღაც ჰყვავიან ატმები,ქარია - მომიტანს რამე ჭორს,მე ვამბობ, არ მომენატრები,შენ სდუმხარ, იცინი საეჭვოდ.277 შეფასება არ არის
|