x
image
ლანა92
" ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით.." (მორის ფოცხიშვილი)

image

კოსმიური უღლება

სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,

ბედს უნდა ერთმანეთს გაგვყაროს, -

მე ვხმები,

შენ ხმები,

ის ხმება

და მაინც ყვავილობს სამყარო.

image

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,

ვიწვით და ღუღუნებს კელია, -

მე ვმღერი,

შენ მღერი,

ის მღერის...

თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

მღერიან...

სიმღერით მკვიდრდება სული

და ვიშუშებთ იარებს, -

მქუხარე მსოფლიო მშვიდდება

და მაინც მსოფლიო ღრიალებს..

და მყარი ოცნების ქვიტკირი

ირღვევა... დუღაბი მწირია...

მე ვტირი,

შენ ტირი,

ის ტირის...

თურმე ტრომბონები ტირიან.

ცივდება ვულკანურ ნოტების

ლავა ... და მაესტრო ისჯება...

ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით,

მე ვრჩები,

შენ რჩები,

ის რჩება..

და როგორც მშიერი ობობა,

ცა იცდის... დიდია ცის ძალა, -

ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,

მე წავალ,

შენ წახვალ,

ის წავა!

ჩვენ წავალთ... ვარსკვლავებს გავცდებით,

თუმც წასვლა ძალიან ძნელია, -

image

მე მელის,

შენ გელის,

მას ელის

დიდი გზა.. ღმერთები გველიან!

1
100
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
100
  
2020, 15 აპრილი, 23:24
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1