x
image
თეონა გორდეზიანი
დედაენის დღე – 14 აპრილი... მე ვწერ ქართულად... #წერექართულად
1978 წლის 14 აპრილის 100 ათასამდე ადამიანი წინ აღუდგა სსრკ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ. ანალოგიური დემონსტაციები ბათუმშიც გაიმართა, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებას. სსრკ-ის გენერალურმა მდივანმა იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ დარგში, მიიღო გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირში “მცირე ენების” გაუქმებისა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ საქართველო, სომხეთი და ბალტისპირეთის ქვეყნები შეეწინააღმდეგნენ.

იმ დროს ედუარდ შევარდნაძეს ცენტრალური კომიტეტის მდივნის, მიხეილ სუსლოვისგან ცეცხლის გახსნის მითითებაც ჰქონდა მიღებული. მაგრამ მთავრობა იძულებული გახდა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, ამის პირობა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ მისცა და კონსტიტუციის 75-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო ენად ქართული ენა გამოცხადდა.
ბრეჟნევის გადაწყვეტილებით, 1978 წლის 14 აპრილს საქართველოში სახელმწიფო ენად ქართული გამოცხადდა.


დღეს, როცა საქართველო დამოუკიდებელია, ჩვენი ვალია არა მხოლოდ პატივი მივაგოთ მშობლიურ ენას, არამედ გავუფრთხილდეთ მას, ხელი შევუწყოთ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შეისწავლონ ქართული ენა და ამით განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი.

image



image



2020 წლის 14 აპრილს, სამშაბათს, 12:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით გაიმართება ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც დედა ენის დღეს - 14 აპრილს მიეძღვნება.

კონფერენციას გახსნის ქართული უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი როლანდ კოპალიანი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გიორგი სოსიაშვილი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი თეონა ხუფენია; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი მაკა ბერიძე; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ირმა შიოშვილი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი მერაბ ბერიძე; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი შალვა კირთაძე; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი; ქართული უნივერსიტეტის პროფესორები: ტარიელ ფუტკარაძე, მანანა ტაბიძე, გიორგი ალიბეგაშვილი, ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, ლევან ჯიქია, ლევან ბებურიშვილი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ პაპასკირი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლელა ხაჩიძე; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაია ბარამიძე.

0
120
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
120
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0