x
image
ბაჯაბაჯა
როი ჯონს უმცროსი. Roy Jones Jr.
image როი ჯონს უმცროსი დაიბადა 1969 წლის 16 თებერვალს. ის არის ერთადერთი მოკრივე, რომელმაც შესძლო და მოიპოვა ჩემპიონობა ყველა წონით კატეგორიაში.1990იან წლებში იგი დაასახელეს ათწლეულის საუკეთესო მოკრივედ.

არი ლუისმა, მას მსოფლიოს, ყველა დროის, საუკეთესო მოკრივე უწოდა.

1984 წელს, ახალგაზრულ ოლიმპიადაზე როიმ გამარჯვება მოიპოვა 54კგ წონით კატეგორიაში. 1986 წელს მან დაიმსახურა "ოქროს ხელთათმანები" 63 კგ წონით კატეგორიაში. 1987 წელს კი იგივე პრიზს დაეუფლა 71 კგ წონით კატეგორიაში. მან მოყვარულის კარიერა დაასრულა სარეკორდო შედეგით 121-13.

1988 წლის, სეულის ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ მატჩში, მსაჯების საფინალო გადაწყვეტილებით ყველა გაკვირვებული იყო, რადგან როი სამი რაუნდის განმავლობაში, გაუჩერებლად აყენებდა დარტყმებს კორეელ ოპონენტს, მაგრამ მსაჯებმა კორეელი მიჩნიეს გამარჯვებულად. ამ გადაწყვეტილებით გაოცებული აღმოჩნდა მთავარი არბიტრიც და მოგვიანებით თვით კორელმა მოკრივემაც მოუხადა როის საჯაროდ ბოდიში. ამის შემდეგ, სამ მსაჯს რომელმაც როის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება სამუდამოდ აუკრძალეს მსაჯობა. მოგვიანებით როი ჯონსი დაასახელეს ყველაზე კარგი სტილის მქონე მოკრივედ 1988 წლის ოლიმპიადის მონაწილეებს შორის. ეს იყო მესამე და ბოლო შემთხვევა, როდესაც ამ ტუტილს არ დაუფლებია ოქროს მედალის მფლობელი. ამ ინციდენტის გამო, ოლიმპიურმა კომიტეტმა შეიმუშავა შეფასების ახალი სიტემა კრივში.


როდესაც მან პროფესიონალურ კრივში გადაინაცვლა, უკვე ბევრ, დიდი რანგის მოკრივესთან ჰქონდა ჩატარებული შეხვედრა, მათ შორის როი ესეტთან, ლინდელ ჰოლმსთან და შუგარ რაი ლეონარდთან.

როიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1989 წლის 6 მაისს, როდესაც ნოკაუტში ჩააგდო რიკი რენდელი. ამის შემდეგ ის უფრო გამოცდილ მეტოქეს, სტეფან ჯონსონს დაუპირისპირდა, რომელსაც ასევე ნოკოუტით მოუგო.

ჯონსმა კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შესძლო, მან 15დან 15 შეხვედრა ნოკაუტით დაასრულა. მისი შემდეგი მეტოქე იყო, ყოფილი ჩამპიონი ხორხე ვაკა. დაპირისპირება შედგა 1992 წლის 10 იანვარს. ამ შეხვედრაში მან მიპოვა მე16 გამარჯვება ნოკაუტით. ამის შემდეგ მან დაამარცხა ხორხე კასტრო 10 რაუდიან დაპირისპირებაში.

ის იყო პირველი სპორტსმენი, რომელმაც ერთ დღეს ორ ისეთ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომლის შედეგადაც ფულადი შემოსავალი მიიღო. დილით მან ითამაშა კალათბურთი, საღამოთი კი დაიცვა თავისი ტიტული, ბრაიანტ ბრანონის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრძოლის წინ კი მან გამართა პრესკონფერენცია, რომლის დროსაც ჟურნალისტების კითხვებს რინგის შუაში მჯდომი სცემდა პასუხს.

imageროი ჯონსმა 2001 წელს დაიწყო თავისი რეპ კარირეა, მან გამოუშვა პირველი ალბომი სახელწოდებით Round One, რომელშიც შედიოდა მისი სადებიუტო სიმღერა "You all Must've Forgot". 2004 წელს მან ჩამოაყალიბა ჯგუფი Body Head Bangerz. და გამოუშვა ალბომი Body Head Bangerz: Volume One, მასთან ერთად ამ ალბომის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ BG, Juvenile, Bun B из UGK, Petey Pablo, Lil 'Flip и Майк Джонс და სხვა ცნობილი მომღერლები.

როი ჯონსს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფილმებშიც.

ეს კი როის ძალიან კარგი სიმღერა.

8
285
9-ს მოსწონს
ავტორი:ბაჯაბაჯა
ბაჯაბაჯა
285
  
2013, 13 აგვისტო, 10:36
ეგ რა თქმა უნდა.. უბრალოდ ამასაც მართლაც უდიდესი მიღწევები აქვს ... რჩევისთვის და ყურადღებისთვის დიდი მადლობა.
2013, 13 აგვისტო, 1:11
ბაჯაბაჯა კარგი იყო ჩემი აზრით დიდი მოკრივეა კატასტროფული შედეგით მაგრამ არის ესეთი გამოთქმა კრივის მეფეა მუჰამედ ალი , მოხარული ვიქნები თუ უდიადეს მოკრივეზე შენც შეკრიბავ იმფორმაციას და გაეცნობი დამიჯერე კმაყოფილი დარჩები
2012, 12 აგვისტო, 8:49
მაგარი კლიპია ეგ ძალიან ... :)
2012, 11 აგვისტო, 13:20
ამჟამად რეპერობას მიჰყო ხელი. მისი საუკეთესო მომენტების ვიდეო მიდევს მისივე რეპი რომ აქვს ფონად. ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა კრივის ისტორიაში
2012, 10 აგვისტო, 21:42
მადლობა ... სასიამოვნოა რომ მოგეწონა...
2012, 10 აგვისტო, 21:39
კი წავიკითხე სტატია ვიდეოსაც ვუყყურეე .. კაი იყო.. მაგრა მევასება ეს მუსიკაა :***
2012, 10 აგვისტო, 21:35
მადლობა. იმედია სტატიაც მოგეწონება
2012, 10 აგვისტო, 21:34
მაგარი კაციაა!! +++++
0 1 8