x
მეტი
  • 14.08.2024
  • სტატია:136544
  • ვიდეო:351960
  • სურათი:510804
საუკეთესო განგსტერული ფილმი
თქვენი აზრით, რომელია საუკეთესო განგსტერული ფილმი?რა თქმა უნდა დაასახელებთ ფრანცის ფორდ კოპოლას “ნათლიას".ჩემი აზრით კი საუკეთესო განგსტერული ფილმია ბრაიან დე პალმას “ნაიარევი სახე".ფილმი 1984 წელს გამოვიდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.ამ ფილმში აღწერილია სიტუაცია 80-იანების მაიამიში, ნარკოტიკების ბუმი, მაფია, განგსტერები, მკვლელი პოლიციელები და ა.შ.ფილმის შინაარსი ასეთია:მთავარი პერსონაჟი ფიდელ კასტროს მიერ გადმოსახლებული ტონი მონტანაა(ალ პაჩინო), იგი კუბელი ემიგრანტია.ტონის და მის საუკეთესო მეგობარს მენის(სტივენ ბაუერი) წაიყვანენ ლტოლვილთა ბანაკში, მათ გაღწევილ მხოლოდ 1 შანსი ჰქონდათ, უნდა დამორჩილებოდნენ ერთ მდიდარ კაცს, მათი გასამჯელო კი მაიამიში წასვლის ნებართვა და იქ მუშაობა იყო.ტონის და მენის უნდა მოეკლათ კომუნისტი ემილიო რიბენგა.მათ ეს სიამოვნებით გააკეთეს.ტონი და მენი მაიამიში წავიდნენ 2 მეგობართან, ანჯელოსთან და ჩიჩისთან ერთად.სამწუხაროდ ანჯელო დავალებაზე დაიღუპება, სადაც ომარ სუარესმა(მიურიე აბრაჰამი)გააგზავნა, მათ კოლუმბიელებისაგან უნდა ეყიდათ კოკაინი.აღმოჩნდა რომ ის მდიდარი კაცი, რომელმაც მათ ემილიო რიბენგა მოაკლევინა, ნარკობიზნესის და მანქანების ბიზნესის მფლობელი ფრენკ ლოპესი(რობერტ ლოჯია)იყო.სწორედ აქედან დაიწყება ყველაფერი.ამ ფილმმა რეჟისორს მილიონები მოუტანა.ჩემი აზრით ეს ფილმი ნამდვილი ხელოვნებაა.ალ პაჩინომ ამ ფილმისთვის ძალიან ბევრჯერ მიიღო ოსკარი.ჯერ კიდევ ნაიარევი სახე 1932 წელს დაიწყო.მაგრამ ამ ფილმში ტონი მონტანას ნაცვლად არის ტონი კომონტე(პოლ მუნი).80-იანების ნაიარევი სახე გვასწავლის რამოდენიმე გაკვეთილს:

1)შეუძლებელი არაფერია, თუ მოინდომებ ყველა ოცნებას აისრულებ

2)უკან არაფერზე არ უნდა დაიხიო

3)არასოდეს აგივარდეს თავში ბევრი ფული


4)იბრძოლე უკეთესობისკენ

5)არასოდეს გახდე ნარკოტიკებზე დამოკიდებული

6)იცოდე, როდის უნდა გაჩერდე

1
40
შეფასება არ არის
ავტორი:Tony Montana
Tony Montana
40
  
2020, 6 აპრილი, 22:44
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1