განათლება 1848 წლის რევოლუცია საფრანგეთში, საფრანგეთის II რევოლუცია 2020, 4 აპრილი, 15:48 1848 წლიდან მოყოლებული 1847 წლამდე ევროპა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა. ევროპის საზოგადოების ყველა ფენა- ღარიბები, მუშები, უნივერსიტეტის პროფესორები და ხელოვანები_ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მოსახლეობის უკმაყოფილება მთავრობებისადმი დღითი დღე ძლიერდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველად გამოსვლები საფრანგეთში დაიწყო .
1848 წლისათვის მეფე ლუი- ფილიფის ავტორიტეტი მოსახლეობის დიდ ნაწილში დაკარგული ჰქონდა. ეს, პირველ რიგში, გამოწვეული იყო “ ივლისის მონარქიის " მთავრობის არაეფექტური და არაადეკვატური ქმედებებით . მაგალითად 1847 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მოუსავლიანი წელი იყო, მთავრობამ ქვეყანაში პურის შემოტანა აკრძალა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია ; ლუი- ფილიპის მთავრობას მუდმივად ადანაშაულებენ კორუფციაში. ქვეყანაში 1830 წლის შემდეგ გატარებული რეფორმებით უპირველესად ბურჟუაზიის მდიდარმა წარმომადგენლებმა ნახეს სარგებელი; საშუალო ფენა, მუშათა კლასი და გლეხები ისევ გაჭირვებით ცხოვრობდნენ ; მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება - 35 მილიონიანი მოსახლეობიდან მხოლოდ 170 ათას კაცს შეეძლო არჩევნებში ხმის მიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 200 ადამიანიდან ერთი აძლევდა ხმას. 1848 წლის 22 თებერვალს პარიზში დანიშნული იყო ბანკეტი, რომელსაც უნდა დასწრებოდნენ დეპუტატები და ეროვნული გვარდიელები . ბანკეტის ორგანიზატორები მიზნად ისახავდნენ მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვას. ამის გამო მეფის ბრძანებით ბანკეტის ჩატარება აიკრძალა. ამავდროულად პარიზის ქუჩებში გამოსული იყვნენ მოქალაქეები, რომლებსაც ბარიკადები ჰქონდათ აგებული, მათი ნაწილი მეფის სასახლესაც კი მიუახლოვდა . ამით შეშფოთებულმა მეფემ მინისტრები დაითხოვა . გვარდიას კი დახმარებისკენ მოუწოდა. თუმცა ეროვნული გვარდიის წევრები მეფეს არ დაემირჩიკნენ. 24 თებერვალს ლუი-ფილიპი იძულებული გახდა ტახტი დაეტოვებინა და ინგლისში წასულიყო. 25 თებერვალს შეიქმნა დრიებითი მთავრობა, რომელიც შეძლებული ბურჟუაზიით და რესპუბლიკელებით დაკომპლექტდა. საფუძველი ჩაეყარა საფრანგეთის მეორე რესპუბლიკას. 239 1-ს მოსწონს
|