სხვა კარანტინის პირობებში ადამიანებმა ხელოვნების ცნობილი ნიმუშების თანამედროვე ვერსია შექმნეს 2020, 3 აპრილი, 12:15
მკაცრი იზოლაციის პირობებში პოლ გეტის მუზეუმმა ლოს ანჯელესში ხალხს მოუწოდა გამოაქვეყნონ ფოტოები, სადაც ხელახლა აღადგენილი იქნება მათი საყვარელი ხელოვნების ნიმუშები . მუზეუმის თაყვანისმცემლები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმურნენ ამ გამოწვევას, რა დროსაც სამყარო ოდნავ უფრო კულტურული და სასაცილო გახდა.
კონკურსის წესები ძალიან მარტივია: თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი საყვარელი ხელოვნების ნიმუში, შემდეგ შეარჩიოთ 3 ნივთი, რომელიც ხელთ მოგხვდებათ და შემდეგ ხელახლა შექმნათ შედევრი, მხოლოდ ამ ნივთების გამოყენებით. უნდა აღინიშნოს რომ, ამ ამოცანას ადამიანები საკმაოდ შემოქმედებითად მიუდგნენ: ”ადამიანები ძალიან კრეატიულები იყვნენ, მხარს უჭერდა სხვებს, ამხნევებდნენ, ირჩევდნენ ფავორიტებს. მივიღეთ შემოქმედებითი გამოხმაურება აშშ-დან, კანადიდან, ევროპიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან. ” მოხარული ვიყავით, გვენახა თუ როგორ მონაწილეობდნენ ყველა ასაკის ბავშვები, ” - განაცხადა ანალიზა სტეფანმა, გეტის ციფრული სტრატეგიის დირექტორის ასისტენტმა. ”ეს შესანიშნავი გზაა გაეცნოთ ხელოვნებას და გააღვიძოთ საკუთარ თავში კრეატიულობა.” 847 7-ს მოსწონს
|