საზოგადოება რა წერია 1981 წელს გამოცემულ რომანში, რომელსაც კორონავირუსზე წინასწარმეტყველებად მიიჩნევენ? 2020, 2 აპრილი, 17:39 მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. COVID-19-ით ყოველდღე ათასობით ადამიანი ინფიცირდება და იღუპება და გასაკვირი არაა, რომ მსოფლიო შფოთავს და პანიკაშია. ზოგიერთი ცდილობს წარსულის პანდემიებთან უპოვნოს კორონავირუსს საერთო, ზოგიც კი ისეთ ინფორმაციებს ეძებს და აზიარებს, სადაც ვირუსზე რაიმე იქნება ნაწინასწარმეტყველები. კორონავირუსზე უფრო სწრაფად კი, სწორედ ასეთი ამბები ვრცელდება. ამის მაგალითია ამერიკელი მწერლის, დინ კონცის რომანი, "The Eyes of Darkness“ ("ბნელეთის თვალები“), რომელიც ადამიანებმა წინასწარმეტყველებად მიიჩნიეს, ამ თემაზე მომზადდა სიუჟეტები და ისედაც შეშინებული საზოგადოება კიდევ უფრო შეშინდა. თუმცა საინტერესოა, რეალურად რა წერია კონცის რომანში და არის თუ არა იქ მართლაც ნაწინასწარმეტყველები კორონავირუსის შესახებ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ Twitter-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა აღნიშნული რომანის შესახებ დაწერა და წიგნის ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით, რომ რომანში კორონავირუსია ნაწინასწარმეტყველები. ამბავი ვირუსულად გავრცელდა. როგორც CNN წერს, წიგნში ვირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღია. რომანის გმირი, სახელად დომბი, ყვება ამბავს ჩინელ მეცნიერზე, რომელმაც ბიოლოგიური იარაღი სახელად "უხან-400“ აშშ-ში ჩაიტანა. ასევე ვკითხულობთ, რომ ეს იარაღი ქალაქ უხანთან მდებარე ლაბორატორიაში, RDNA-ში შეიქმნა. წიგნის ავტორი, მწერალი დინ კონცი როგორც CNN წერს, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ წიგნის 1981 წელს გამოცემულ ვერსიაში, ბიოლოგიურ იარაღს "Gorki-400" ჰქვია. იარაღის სახელი ავტორმა მოგვიანებით შეცვალა და "Wuhan-400" უწოდა. ამ სახელწოდებით იარაღი უკვე რომანის 1989 წლის გამოცემაში გვხვდება. აღნიშნულის შესახებ CNN South China Morning Post-ზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციითვე, მართალია, ახალი კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაიწყო, მაგრამ ის, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში ხელოვნურად შეიქმნა, მხოლოდ შეთქმულების თეორიაა, რომელიც სოციალურ ქსელებში, ყალბი ანგარიშებიდან გავრცელდა. ამ თეორიას მკაფიოდ უარყოფენ როგორც ჩინელი, ასევე დასავლეთის ქვეყნების მეცნიერები. ექსპერტები ჯერ კიდევ ცდილობენ გაარკვიონ ვირუსის ზუსტი წყარო. ამ ეტაპზე არსებული კვლევებით კი, ვირუსის გაჩენას ღამურას უკავშირებენ. "ბნელეთის თვალებში“ ვირუსი 100%-ით მომაკვდინებელია წიგნში წერია, რომ "უხან-400“-ს, სხვა ბიოლოგიურ იარაღებთან შედარებით, უპირატესობა აქვს და ვერც ერთი ინფიცირებული 24 საათზე მეტხანს ვერ ცოცხლობს... განაგრძეთ კითხვა323 2-ს მოსწონს
|