სხვა იცით რა იყო ვიაგრას გამოგონების თავდაპირველი დანიშნულება? - ის ნამდვილად არა, რითაც ახლაა პოპულარული 2020, 29 მარტი, 18:16 გაგიკვირდებათ და ვიაგრას გამოგონების მთავარი მიზანი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების მკურნალობა იყო. იგეგმებოდა, რომ პაციენტებისთვის გამოეწერათ იშემური დაავადებების დროს, რადგანაც წამალი აფართოებს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამგვარად ინფაქტის პროფილაქტიკისთვის კარგი სავარაუდო პრეპარატი იყო.
თუმცაღა, მეცნიერებს, რომლებიც ამ პრეპარატზე მუშაობდნენ იმედი გაუცრუვდათ. ცდების დროს ნათელი გახდა, რომ მოქმედი ნოვთიერება სილდენაფილი გულზე ისეთ ზემოქმედებას არ ახდენდა, როგორსაც ელოდნენ. ეფექტის მისაღებად პაციენტს დღეში 4-5 აბი მაინც უნდა დაელია. გარდა ამისა აღმოაჩნდა გვერდითი მოვლენებიც, კერძოდ კი კუნთების ტკივილი და ერექცია. საბოლოოდ სწორედ ეს გვერდითი მოვლენა იქცა პრეპარატის ჩამოყალიბების ფუნდამენტად. პრეპარატი 1998 წელს დარეგისტირდა და ყოველწლიურად მისი გაყიდვიდან მოგება 1-2 მილიარდი ამერიკული დოლარია. 1237 2-ს მოსწონს
|