x
image
white knight
გერმანიის ცენტრალურმა ტელევიზიამ საქართველოს მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებულ ზომებს დასცინა

image

გერმანიის ცენტრალურმა ტელევიზიამ "Das Erste-მ" საქართველოს და მართლმადიდებლურ ეკლესიას დასცინა. "საქართველოს ძირითადი იარაღი კორონავირუსის წინააღმდეგ ნაკურთხი წყალია" - ამბობს ირონიით წამყვანი


"გაოცდებით, რა საშუალებით ცდილობენ საქართველოში ინფიცირების თავიდან აცილებას. ნაკურთხი წყლები და საკმეველი კორონას წინააღმდეგ. ორთოდოქსული ეკლესიის მღვდლები ჯიპებით თბილისის ქუჩებში დადიან და ქალაქს აკურთხებენ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს უშველით. მამაო ამბობს: ვაკურთხებთ მთელ ქალაქს და ღმერთს ვთხოვთ, დაიცვას ჩვენი ქვეყანა იმ ვირუსისგან, რომლის წინაშეც კაცობრიობა უძლურიაო". - აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი. გერმანელები არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ საქართველოს "მთავარი იარაღი" მხოლოდ ნაკურთხი წყალი არ არის.


საქართველოს მთავრობამ ვირუსის გავრცელებამდე 2 კვირით ადრე მიიღე შესაბამისი ზომები - ეტაპობრივად შეაჩერა ფრენები ჩინეთთან, იტალიასთან, ირანთან, შემდეგ კი ყველა ქვეყანასთან, მოახდინეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში დაბრუნება მთელი მსოფლიოდან. ასევე არსად არის ნახსენები ქართველი ვირუსოლოგების, ექიმების და ექთნების თავდაუზოგავი შრომა, მკაცრი კარანტი, რომელსაც პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. ამ და სხვა ზომების მიღების შედეგად საქართველომ თავიდან აიცილა ვირუსის მასობრივი გავრცელება ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვადასხვა გამოცემები საქართველოს ბრძოლას კორონავირუსის წინააღმდეგ უმაღლეს შეფასებას აძლევენ და მას წარმატების მაგალითად ასახელებენ. ამიტომ გაუგებარია, რა აქვს სასაცილო იმ ჟურნალისტს, რომლის ქვეყანაშიც 50 000 დაავადებულია, იმ ქვეყანაზე, სადაც ვირუსის ინფიცირების 64 შემთხვევაა.

5
4725
3-ს მოსწონს
ავტორი:white knight
white knight
4725
  
2020, 6 აპრილი, 3:01
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 2 აპრილი, 1:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 29 მარტი, 3:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 28 მარტი, 0:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 27 მარტი, 23:39
მალე გერმანიაში გერმანელი აღარ დარჩება,წალეკეს თურქებმა და არაბებმა და გერმანელები მხოლოდ თავიანთ სამზარეულოებში წკმუტუნებენ ამის თაობაზე,ხმამაღლა ვერ ბედავენ ლაპარაკს.
0 1 5