x
აღდგენილ ცხინვალად გასაღებული გორისა და წეროვნის დასახლება

imageარ მინდა ჩავერიო პოლიტიკაში, არ მინდა, არ მინდა და არ მინდა, მაგრამ ყოველ წუთს იძულებული ვხდები.. კიდევ ერთხელ აღმაშფოთა რუსეთის ქცევამ..საერთოდ ვცდილობ მათ არ შევეხო, ვიცი პოლიტიკა ბინძური საქმეა და მე ჯერ ძალიან პატარა ვარ რომ ამ ყველაფერს შევწვდე, მაგრამ ამაზე ვერ გავჩუმდები..რუსულმა ტელეარხმა TV100-მა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის სამხრეთ ოსეთში ვიზიტი გააშუქა. "სამხრეთ ოსეთში 2008 წლის საქართველო-ოსეთის ომის დროს დაღუპულები მოიგონეს" - ტელეკომპანიის ოფიციალურ საიტზე ასეთი სათაურით დევს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ამსახველი ვიდეომასალა.
"აღდგენილი" ქალაქის კადრებში, რომელიც წამყვანის ტექსტს ადევს, ტელეკომპანიამ ცხინვალად გაასაღა გორის ქუჩები და წეროვანის დევნილთა დასახლება, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი მოსახლეობისთვის ააშენა.

"ჩვენი კორესპონდენტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ცხინვალში, საიდანაც იუწყებოდნენ სამხრეთოსეთელების გაჭირვებული ყოფის შესახებ. ამჟამად კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების პრობლემის გადაწყვეტა გამუდმებით მიმდინარეობს", - იუწყება ტელეკომპანია.

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/conflicts/58817-rusulma-telearkhma-gori-da-tserovanis-dasakhleba-qaghdgenilq-ckhinvalad-gaasagha.html#ixzz234s9vpwb

ჰო, აქ წავიკითხე და პირდაპირ გადმოვაკოპირე, რომ თქვენც წაიკითხოთ..რა ვთქვა? როგორ ვთქვა? უბრალოდ აღშფოთებული ვარ..და რატომ დუმს ამაზე ჩვენი ქვეყანა?..აარა, არაფერს ვიტყვი, ისევ იმიტომ რომ ამ ყველაფრის არაფერი გამეგება..უბრალოდ ინფორმაცია მოგაწოდეთ და თავად განსაჯეთ..

4
90
3-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
90
  
2012, 10 აგვისტო, 14:01
+1
2012, 10 აგვისტო, 14:01
+1
2012, 10 აგვისტო, 14:00
კარგია, როცა ასეთ რაღაცას აკეთებენ :).

ერთხელ ტოიოტამ რეკლამისათვის გამოაქვეყნა მანქანების გატაცებების სტატისტიკა, სადაც ტოიოტას ბრენდი ლიდერობდა გატაცებული მანქანების მიხედვით. და მესიჯი იყო "გამტაცებლები ხომ მხოლოდ საუკეთესოს იტაცებენ.."

ჩვენც შეგვიძლია გავიხაროთ - რახან გვპარავენ, ესე იგი თვითონ ბევრად უარესად აქვთ საქმე და გამოსაჩენი არაფერი აქვთ :)))
2012, 10 აგვისტო, 0:23
+1
0 1 4