x
ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები

imageმთელი საღამო არ შემოვსულვარ ინტერნეტში, არც ტელევიზორი ჩამირთავს და შესაბამისად ახლა გავიგე ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ამბავი.. თავიდან გავიფიქრე, ომი სიკვდილის გარეშე არ არსებობს მეთქი, მაგრამ უფრო მეტ ინფორმაციას რომ გავეცანი და გავიგე როგორ დაიღუპნენ ქართველი ჯარისკაცები, როგორ ემუქრებიან ქართველებსა და საქართველოს, თმის ღერებიდან დამეწყო ტკივილი, სხეულის ყველა უჯრედი ამტკივდა, გულთან ერთად.. ეს ტკივილი ნელ-ნელა გადამდის აგრესიაში, ძალიან ვარ გაბრაზებული. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვბრაზობ ყველაზე, ფეხებზე მკიდია პოლიტიკა, ფეხებზე მკიდია სააკაშვილიც, ივანიშვილიც, ის ხალხიც ვინც ახლა იმას არჩევს ეს რუსების პროპაგანდა იყო თუ სააკაშვილის შურისძიება საკუთარ ხალხზე (ეს ბოლო ჩემთვის განსაკუთრებით ამაზრზენი ბრალდებაა, მიუხედავად იმისა რომ სააკაშვილი არც მე მეხატება გულზე). მოკლედ ძალიან არაობიექტური ვარ, ვიცი რეალურად ვერ ვაფასებ, ვიცი რომელიღაც ნაწილი მართალია, ვიცი შეიძლება ეს მართლაც იყოს რუსეთის მცდელობა, ხალხში აგრესია გამოიწვიოს, მიაღწიონ იმას რაც ახლა ქართველებში ხდება, ქართველ ხალხსვე მოათხოვნინონ ნატოდან გამოსვლა და ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის სულ ერთია. მტკივა ჩემი ქვეყნის შვილები, მტკივა სხვის მიწაზე, სხვისი მიწისთვის დაღუპული 7 და დაჭრილი 9 ჯარისკაცი. მტკივა ამ ადამიანების ოჯახში დატრიალებული უბედურება! მტკივა, მტკივა, მტკივა და ბოღმა მახრჩობს ყველაფრის გამო!! არ მაინტერესებს ახლა პოლიტიკა, მე ვხედავ სიკვდილს, მე ვხედავ შედეგებს და არ მაინტერესებს მიზეზები. სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს...imageimage
P.S

ეს ფოტო ეხლა ვნახე და კიდევ ერთხელ ამტკივდა ყველაფერი.. მაპატიეთ, სათაური ვერ შევურჩიე, ეს უბრალოდ ჩემი ემოციაა და რომ არ მეთქვა არ შემეძლო...

3
141
4-ს მოსწონს
ავტორი:ინფანტა
ინფანტა
141
  
2013, 7 ივნისი, 18:00
ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და წინ დაუდგეს შემდეგი კონტიგენტის გაგზავნას.. ის კი არადა იმდენი უნდა ვიბრძოლოთ რომ საერთოდ ჯარები გავიყვანოთ ავღვანეთიდან. ქვეყანას იცავენო? სად ავღვანეთში? რუსეთი ლამის თბილისამდე მოვიდეს?
2013, 7 ივნისი, 12:13
ხსოვნა იყოს მათი
2013, 7 ივნისი, 10:40
ყველა ქართველს გვტკივა
0 1 3