გუშინ ჩვენი პრეზიდენტი კასპში ბრძანდებოდა, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახი მოინახულა და მის საფლავზე ატირებულა კიდევაც..ცრემლები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ დაღუპული ჯარისკაცის საფლავთან, რომ წამოგივა ცრემლები და თან რომ დაიმუქრები, მის სიცოცხლეს არავის შევარჩენო, გულის ამაჩუყებელია..გარდაცვლილი გელა თიგიშვილია. უფროსი სერჟანტი გელა თიგიშვილი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა და მისი იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის საფუძველზე მოხდა.
გელა თიგიშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2006 წლიდან მსახურობდა. დაჯილდოებულია მედლით "სამშობლოსათვის თავდადებული" და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით.
დნმ-ის ანალიზით ამოცნობილი კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, სერჟანტი ზურაბ ტურაშვილი რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს... მოკლედ თქვენ განსაზღვრეთ ეს მისი ძალიან ჰუმანური და ადამიანური პოზიცია იყო, თუ უბრალოდ წინასაარჩევნო პიარი.. ვიდეო ვერ გადმოვიწერე და ბოდიშს გიხდით, შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ ვიდეოც და უფრო ვრცელი ინფორმაციაც..
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/politika/20192-qaravis-ar-shevarchen-mis-sicockhlesq-mikheil-saakashvilma-jariskacis-saflavze-itira.html