სხვა ინდოელ მამაკაცს 38 წელია არ უბანავია 2012, 9 აგვისტო, 23:01 რას არ გაიგებს ადამიანი..ამბები.გე ზე წავიკითხე ეს ინფორმაცია და კარგადაც ვიცინე, გულმა არ გამიძლო ეს ამბავი აქაც არ ამეტვირთა, გამიგია უცნაური გატაცებები, მაგრამ ეს საშინელებაა..66 წლის ინდოელ კაილაშ საინს 38 წელია არ უბანავია და არც თმა შეუჭრია. კაილაშმა 1974 წელს ცოლი შეირთო და პირობა დადო, რომ ვიდრე ბიჭი არ შეეძინებოდა, არც თმას შეიჭრიდა და არც იბანავებდა. ინდოელი პირობას დღემდე იცავს, ვინაიდან ვაჟი ჯერ არ შეძენია, თუმცა უკვე 7 ქალიშვილის მამაა. 103 5-ს მოსწონს
|