x
image
დავითი ჩუთლაშვილი
კატასტროფის მოლოდინში: რატომ უფასურდება ლარი?
ლარის კურსი


დღეს მთელ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია, რასაც ექსპერტები “კორონავირუსის კრიზისს” ან “კორონაკრიზისს” უწოდებენ. ეკონომიკური აქტივობები მთელი პლანეტის მასშტაბით შეჩერებულია: დაიხურა მსხვილი სამრეწველო ობიექტები, ქარხნები, რესტორნები, კაფეები და სასტუმროები, შეჩერდა ფრენები. ვარდნაა ტურიზმის სექტორში. მოკლედ, ყოველმხრივ ცუდი ვითარებაა, თუმცა საქართველოში კიდევ უფრო უარესად არის საქმე, რადგან აქ კრიზისმა ორი განზომილება შეიძინა: ეკონომიკური და სავალუტო.


მართალია, ეკონომიკური კრიზისისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ნიშანი მიმოქცევაში არსებული ვალუტის გაუფასურებაც არის, თუმცა არა ყოველთვის. მაგალითად, დიდი ბრიტანული ფუნტი, შვეიცარიული ფრანკი, ევრო და ამერიკული დოლარი არ უფასურდება კორონავირუსის კრიზისის შედეგად. სავალუტო კრიზისი ყოველთვის თან არ სდევს ეკონომიკურს და ამ ფაქტის ჭეშმარიტებაში ჩვენ მიმდინარე დღეებშიც დავრწმუნდით.


მაშ, რატომ უფასურდება ლარი? რა სჭირს მას? რატომ არის ჩვენი ეროვნული ვალუტა ასეთი მოწყვლადი?



ამის პირდაპირი მიზეზი არის სინოდის გადაწყვეტილება, რომ წირვა-ლოცვები ჩვეულებრივ ჩატარდება და ასევე არ შეიცვლება საერთო კოვზით ზიარების წესი. ამ გადაწყვეტილების და მასზე სახელმწიფოს უსუსური რეაგირების შემდეგ ქვეყანამ დაკარგა საფინანსო ინსტიტუტების ნდობა; ინვესტორები და ბანკები შიშობენ, რომ ეკლესიის გადაწყვეტილებას ეპიდაფეთქება მოჰყვება, რასაც ქართული ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება და ქვეყანა ქაოსში ჩაიძირება. ამიტომ ბიზნესმენებს გააქვთ ლარში არსებული საკუთარი აქტივები, რადგან სახელმწიფომ ვერ გამოიჩინა ვერანაირი პრინციპულობა და რუსული აგენტურის ბასტიონს, ქართულ ორთოდოქსულ ეკლესიას, საბჭოთა უშიშროების ექს-პოლკოვნიკ ილია მეორით სათავეში, რომელმაც უპრეცედენტო საბოტაჟი მოუწყო ქვეყანას და ფაქტობრივად, ყველა სასიკვდილოდ გაგვწირა, ვერაფერი ვერ დაუპირისპირა.


ლარის კურსი


ვისაც ჩემი არ სჯერა, შეუძლია, ლარის გაუფასურების დიაგრამას მიადევნოს თვალი; საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ჩვენმა ეროვნულმა ვალუტამ ოდნავ დასტაბილურება დაიწყო. მკვეთრი გაუფასურება მან მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, რაც ყველა დარწმუნდა, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად უსუსურია ეკლესიის გაუგონარი საბოტაჟის და თვითნებობის წინაშე. მე თვითონაც სწორედ ამის შემდეგ გადავახურდავე ლარში არსებული ჩემი დანაზოგი ამერიკულ დოლარში. მანამდე ყველანაირად ვცდილობდი, ხელი არ შემეწყო ლარის გაუფასურებისთვის, რადგან კარგად მესმის, რომ თითოეული დოლარი თუ ევრო, რომელსაც ვყიდულობთ, აუფასურებს ლარს.


აი, ასე გაგვწირა ქართულმა ეკლესიამ შიმშილით და კორონავირუსით სასიკვდილოდ მთელი ქვეყანა, ძვირფასო მეგობრებო. ილია მეორე ღრმად მოხუცია და აშკარად სურს, რომ მისი დაღუპვის შემდეგ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს ამ ქვეყანაში.


მაგრამ არის კიდევ ერთი გარემოება: ფული ხომ “ეშმაკის საცდურია”. თუ ფული გაქვს, თავისუფალი ხარ - მოგზაურობ, გაქვს კარგი სექსი, ქველმოქმედებით კავდები. ცხოვრობ კომფორტულად. მოკლედ, ეკლესიის გავლენას შორდები. ეკლესიას კი უნდა, რომ შენ გამდიდრდე და მის გავლენას დაშორდე? ის არ ურჩევნია, რაც უფრო დაშინებული და გაღატაკებული იქნები, რომ ლუკმაპურისთვის გამუშაოს საკუთარ მიწის ნაკვეთებში და ჯოჯოხეთით შეგაშინოს?


ლარის კურსი


ამიტომ, მღვდლებმა კარგად იციან, რასაც აკეთებენ. მათ ადამიანების დამონების ორიათასწლოვანი გამოცდილება აქვთ. საკითხავი ისაა, ჩვენ, ვინც ეკლესიას არ ვემსახურებით, თუ ვიცით, რას ვაკეთებთ ამ დროს და რა გვინდა ამ ცხოვრებისგან? გვინდა მონობა? გვინდა, რომ ჩვენს არასრულწლოვან ბიჭებს და ნორჩ გოგოებს მღვდლები ეკურკურებოდნენ?


საკითხავი აი ეს არის.


P. S. ყველაზე სიმპტომატური ის არის, რომ “გირჩმა” - ადამიანების გაუპატიურებასა და წამებაში მხილებული “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანასხლეტმა ძალამ, რომელიც ჰეროინის და კოკაინის საყოფაცხოვრებო ჯიხურებში გაყიდვას და ფულის სანაცვლოდ ბავშვების გასხვისებას უჭერს მხარს და ეწინააღმდეგება დაქირავებულთა ელემენტარული შრომითი უფლებების ქონას, თანადომა გამოუცხადა ეკლესიას. ვფიქრობ, ამით ყველაფერი ნათქვამია და როგორც იტყვიან, ყოველგვარი კომენტარიც კი ზედმეტია.

12
748
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
748
  
2020, 29 მარტი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 26 მარტი, 21:11
გირჩი თქვენ სერიოზული პოლიტიკური ძალა გგონიათ?თუ კი,მაშინ ეს თქვენი დიდი პრობლებაა.
2020, 26 მარტი, 15:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ალექს ანდერ-ის კომენტარზე
2020, 26 მარტი, 12:56
ავტორი შენ მართლა გჯერა რომ სინოდის გადაწყვეტილებაა დაკავშირებული ლარის კურსთან ? ასეთ მზეობას რატომ წერ. ამ პოსტიდან ერთადერთი იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება რომ მთელი არსებით გინდა ეკლესიას ებრძოლო და აბსოლიტურად ყველაფერზე ხარ წამსვლელი, დანარჩენი მთელი პოსტი სრული სისულელეა
2020, 25 მარტი, 19:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ავტორს-ის კომენტარზე
2020, 25 მარტი, 18:50
ამ სტატიის ავტორს, წარმოდგენა არ აქვს რა არის ეკონომიკა, არ იცის და ვერ ხვდება დამოკიდებულებას ვალუტასა და ეკონომიკას შორის, აკეთებს ათეიზმის პროპაგანდას და ჰგონია რომ მისი აფსურდული მოსაზრება არის სწორი. ერთუჯრედიანი, გაუნათლებელი ადამიანის მიერ დაწერილი სტატიაა გათვლილი ბრბოზე და ემსახურება ხალხში პანიკოს დათესვას. ჩვეულებრივი არაპროფესიონალი და ქვეყნის მტერია ადამიანი, ვინც ამას წერს
2020, 25 მარტი, 10:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 10:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 10:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2020, 25 მარტი, 10:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10