კახეთი დედოფლისწყაროში მოხალისეთა ჯგუფი ამოქმედდა - # დარჩისახლში 2020, 23 მარტი, 16:42 „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს ახალგაზრდული ორგანიზაციის და მუნიციპალიტეტის ჩართულობით დედოფლისწყაროში მოხალისეთა ჯგუფი შედგა, რომელიც დედოფლისწყაროში ხალხმრავალ ადგილებში ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად პრევენციული ღონისძიებების კონტროლს მოახდენს. სამხარეო ადმინისტრაციაში კახეთის მოხალისეთა ჯგუფებზე პასუხისმგებელმა პირმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბენო გეგეჭკორმა და ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენელმა ონლაინ რეჟიმში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მოხალისეთა ჯგუფს ტრეინინგ კურსი წარუდგინეს. ტრეინინგს დედოფლისყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი მუნიციპალიტეტის მოხალისეებთან ერთად დაესწრნენ. „ჩვენი მოხალისეები იქნებიან ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დავეხმარებით მოხუცებს, რათა მათ არ დაჭირდეთ სახლიდან გასვლა, ასევე მონიტორინგს გავუწევთ ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რომელიც სასიცოცლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის“- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა. ონლაინ ტრეინინგი მთელი კახეთის მასშტაბით გაიმართა. მოხალისეთა ჯგუფი მუშაობას უკვე შეუდგა და სხვადასხვა ლოკაციებზე გადანაწილდა. COVID-19 -ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დედოფლისწყაროს მოხალისეთა ჯგუფები ხალხმრავალ ადგილებში რეკომენდაციების დაცვის მონიტორინგს დღეს დილიდან ახორციელებს. 68 შეფასება არ არის
|