x
image
intermedia.ge
Mediator image
იმისათვის რომ ბავშვებს სახლში ყოფნა და ერთი და იგივე სათამაშოებით თამაში არ მობეზრდეთ „პეპელამ“ და XS სათამაშოებმა კამპანია #ითამაშესახლში დაიწყეს
image


თვი­თი­ზო­ლა­ცია უფ­რო­სებ­ზე მე­ტად, შე­იძ­ლე­ბა, პა­ტა­რე­ბის­თვის გახ­დეს მო­სა­წყე­ნი. მათ მალე ბეზ­რდე­ბათ ერთი და იგი­ვე სა­თა­მა­შო­ე­ბი, ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მე­ბი თუ წიგ­ნე­ბი, მუდ­მი­ვად ითხო­ვენ თა­ნა­ტო­ლებ­თან სო­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას. ამ პრობ­ლე­მას­თან გამ­კლა­ვე­ბა კი უფ­რო­სე­ბის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლია.


იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­ვაჭ­რო ობი­ექ­ტე­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა შე­წყვი­ტა, ბავ­შვე­ბის­თვის არ­ტის, კრაფ­ტის, ახა­ლი წიგ­ნე­ბი­სა და სა­თა­მა­შო­ე­ბის შე­ძე­ნა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და, ამი­ტომ წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა „ბიბ­ლუს­მა“ გა­და­წყვი­ტა, ვებ-გვერ­დზე მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ „პე­პე­ლას“ პრო­დუქ­ცია და XS სა­თა­მა­შო­ე­ბი და­ე­მა­ტე­ბი­ნა. ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კომ­პა­ნი­ამ გა­და­წყვი­ტა, წიგ­ნე­ბი­სა და სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბის მსგავ­სად, სა­თა­მა­შო­ე­ბი­სა და სა­ბავ­შვო აქ­სე­სუ­ა­რე­ბის მი­ტა­ნის სერ­ვი­სიც უფა­სო გა­ხა­დოს.


„კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად თვი­თი­ზო­ლა­ცია სა­უ­კე­თე­სო გა­მო­სა­ვა­ლია, თუმ­ცა პა­ტა­რე­ბის­თვის ეს პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, როცა ისი­ნი თა­ნა­ტო­ლებ­თან ერ­თად ყოფ­ნა­სა და ეზო­ში თა­მაშს არი­ან მიჩ­ვე­უ­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­დავ­წყვი­ტეთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, „პე­პე­ლას“და XS სა­თა­მა­შო­ე­ბის მი­ტა­ნის სერ­ვი­სი უფა­სო გახ­დეს. ახა­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბი ბავ­შვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას მეტ ინ­ტე­რესს შეს­ძენს და უფ­რო­სე­ბიც ამ სტრე­სულ მდგო­მა­რე­ო­ბას უკეთ დაძ­ლე­ვენ. #ითა­მა­შე­სახ­ლში - ამ ჰაშ­თა­გით და­ვი­წყეთ კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც მარ­ტის თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ კომ­პა­ნი­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.



„ბიბ­ლუ­სის“ ვებ-გვერ­დზე BiBlusi.ge უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლია „პე­პე­ლა­სა“და XS მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლის სა­თა­მა­შო­ე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტი სხვა­დას­ხვა სა­ფა­სო და ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მი­ხედ­ვით.

0
16
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0