პოლიტიკა ულამაზესი ინდირა განდი, რომელმაც ინდოეთი მუხლებიდან წამოაყენა 2020, 22 მარტი, 21:54 გასული საუკუნის დასაწყისში ინდოეთს ცვლილება სჭირდებოდა. დამოუკიდებლობამ, რეჟიმის შეცვლამ, ომმა და აჯანყებებმა ქვეყანა დაასუსტა. ახალი გადაწყვეტილებები იყო საჭირო, ახალი ძალები. 60-იან წლებში უკვე დამოუკიდებელ ინდოეთში გამოჩნდა შესანიშნავი ფიგურა. ინდირა განდი, 1966 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი და ქვეყანა ახალი მიმართულებით წაიყვანა. ამ პოზიციამ მას გამარჯვება და დამარცხებაც მოუტანა. თუმცა, იგი ცნობილი გახდა მთელს მსოფლიოში, ხოლო, მის მიერ განხორციელებული რეფორმები მოსახლეობას დღემდე ახსოვთ.
ისტორიამ იცის რამდენიმე მაგალითი, სადაც ქალმა პოლიტიკოსმა ორჯერ დაიკავა თანამდებობა ქვეყანაში, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელმა. ინდირა განდი წარმატებას მიაღწევდა მესამე ვადითაც, რომ არა ტრაგიკული ღალატი მის მიმართ.
იცოდნენ თუ არა მისმა მშობლებმა ჯერ კიდევ 1917 წელს, რომ მათი შვილი გახდებოდა ინდოელი ჟანა დარკი. ხოლო, მისი პოლიტიკა გულს მოუგებდა მაღალი თანამდებობის პირებს და ასევე, რიგითი მოქალაქეების გულებსაც. რევოლუციური მშობლების შვილი დაიბადა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 1917 წელს. ეს წელი იყო, რევოლუციის წელი, რომელიც სამუდამოდ არის ჩაწერილი მსოფლიო ისტორიაში. ახალგაზრდა ასაკში, განდი არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას, თუმცა, მისი მშობლები მგზნებარე პატრიოტები იყვნენ. მისი მამა მონაწილეობდა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ქალიშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა დედასთან. ქალი მძიმედ ავად იყო, დასუსტებული სხეული ვერ უმკლავდებოდა დაავადებებს. ვერავინ ზრუნავდა ინდირაზე და მამამისმა იგი ევროპაში სასწავლებლად გაგზავნა. 1947 წლისთვის, როდესაც ბატონი ნეროუ პრემიერ-მინისტრი გახდა, ინდირა უკვე საკმაოდ ზრდასრული ადამიანი იყო. გოგონამ დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი, ცხოვრობდა აფრიკაში, გადადგა პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში. იგი სამშობლოში დაბრუნდა აშკარა სურვილით, რომ დახმარებოდა მამამისს, რათა, ინდოეთი ძლიერი და დამოუკიდებელი გამხდარიყო. სანამ ინდოეთში დაბრუნდებოდა, ინდირა თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა. მამა წინააღმდეგი იყო მისი ქალიშვილი, რომ განსხვავებული რწმენის წარმომადგენელს გაყოლოდა. ახალგაზრდების ბედში თავად მაჰატმა განდი ჩაერია. ინდირა გათხოვდა, ორი ვაჟი შეეძინა. მისი ოჯახური მდგომარეობა გავლენას არ ახდენდა მის კარიერაზე. სერიოზული ცვლილებები მოხდა 60-იანი წლების დასაწყისში. ინდირა განდის მეუღლე გარდაიცვალა და ის ძალიან განიცდიდა მის დაკარგვას. ინდირა იძულებული გახდა ეზრუნა მამის ჯანმრთელობაზეც, მისი მამა მძიმედ ავად იყო. მის კარიერაში იძულებულმა პაუზამ ვერ შეაფერხა ინდირა განდის რეიტინგი. 1966 წელს ის გახდა პრემიერ-მინისტრი და ცვლილებები საბოლოოდ მოვიდა ინდოეთში. განდი ყოველთვის იბრძოდა ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის, ამიტომ ყველა მისი გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ სამშობლოს გასაძლიერებლად. პაკისტანთან კონფლიქტის გამო მას პოზიციების დათმობა მოუხდა ქვეყნის დასაცავად. მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას სსრკ-სთან და ბევრჯერ გაფრინდა მოლაპარაკებისთვის საბჭოთა კავშირის მიწაზე. პრემიერ მინისტრობის პერიოდში, ინდირა განდიმ შეძლო ბევრი რამის გაკეთება. მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო ინდოეთის გადარჩენა ბაზარზე იმპორტის ზეგავლენისგან. ქვეყანა უბრალოდ მხრებში გაიმართა, საწარმოებმა დაიწყეს მუშაობა. ასევე, ქვეყანამ წამოიწყო პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა ბირთვული რეაქტორით. განდიმ მცირე კერძო მეურნეობების მუშაობის სისტემა გაამარტივა, რითაც კერძო მეწარმეებს ფულის შოვნის შანსი მისცა. რომ არა მისი წასვლა, მას შეეძლო ბევრად მეტი რამ გაეკეთებინა ქვეყნისთვის. განდისთვის რთული დრო პრემიერ-მინისტრობის პერიოდში მისი პირველი ვადის დასრულების შემდეგ დაიწყო. მთელი რიგი ჩხრეკა და დაპატიმრებები, ეჭვი კორუფციაზე, ოჯახის შევიწროება - ეს არის რამდენიმე საკითხი, რისი წინაშეც ინდირა განდი დადგა. როდესაც სიკხის(ინდო-არიული ჯგუფი) პროტესტი დაიწყო ინდოეთში, სიტუაცია დაიძაბა. სიკხები სიკვდილით ემუქრებოდნენ ინდირა განდის, მან კი ჯიუტად უარი თქვა დამცავი ჟილეტის ტარებაზე. სწორედ ამან დაღუპა პრემიერ -მინისტრი. 1984 წელს ის დაცხროლეს საკუთარმა მცველებმა. მცველების შიში არ ქონდა ინდირა განდის, რადგან, ისინი მას ერთგულად ემსახურებოდნენ 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. როგორც გაირკვა, ისინი იყვნენ სიკხები და ღალატობდნენ განდის. ინდირა განდის ცხოვრება მოულოდნელად დასრულდა და მან ვერ შეძლო ბევრი რამის დასრულება. მიუხედავად ამისა, ინდოეთში მაინც ახსოვთ და პატივს სცემენ მის ხსოვნას. 890 2-ს მოსწონს
|