სიახლეები ქვეყანა, რომელიც კორონავირუსს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს - სამხრეთ კორეის სტრატეგია! 2020, 21 მარტი, 11:53 კორონავირუსი (Covid-19) მსოფლიო საზოგადოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი 2020 წლის 11 მარტს პანდემიად გამოაცხადა. მანამდე კი ჯანმომ 30 იანვარს გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ვირუსმა ფეხი მოიკიდა ჩინეთში და შემდეგ მოედო თითქმის მთელ მსოფლიოს. ამ დროისთვის ინფიცირებულია 270 000 -ზე მეტი ადამიანი, სამწუხაროდ გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 000- ს გადაჭარბა, თუმცა საბედნიეროდ 91 000- მდე ადამიანმა ეს ვირუსი დაამარცხა. კორონავირუსთან წარმატებით ბრძოლაში გამოირჩევა რათქმაუნდა ჩინეთში, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა თითქმის განულდა. კარგი სიტუაციაა უკვე სინგაპურში, ჰონგ კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაშიც. მიუხედავად ათასობით ინფიცრებულისა, გერმანიაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა უმაღლეს დონეზეა განვითარებული. ახლა გადავიდეთ სტატიის მთავარ თემაზე და ვისაუბროთ სამხრეთ კორეის წარმატებულ სტრატეგიაზე, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ამ წუთისთვის კორონავირუსზე ბევრად უფრო ძლიერად გამოიყურება. რას აკეთებენ ამისთვის სამხრეთ კორეელები? სამხრეთ კორეა ყოველდღიურად 20 000 მოქალაქეს კორონავირუსის ტესტირებას უტარებს. ეს მაჩვენებელი ყველაზე მეტია მსოფლიოში. ქვეყნის მასშტაბით 96 ლაბორატორიაა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ სრულყოფილადაა აღჭურვილი. თითოეული ტესტის პასუხი მაქსიმუმ 6 საათში ცნობილი ხდება. გარდა ამისა, მათ პირველებმა შექმნეს კორონავირუსის სწრაფი ტესტი, რომელიც ყველა მოქალაქისთვის მხოლოდ 17 დღეში გახდა ხელმისაწვდომი... ამ ხერხით მოქალაქეები თვითიზოლაციის გარდა, ვირუსის პრევენციასაც ახერხებენ. ისინი საკმაოდ გულდასმით ასრულებენ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებს და კარგად ესმით თუ რას ნიშნავს - დარჩი სახლში! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი<<<<< იხილეთ ასევე >>>>>კორონავირუსის ქრონოლოგიური სიმპტომები 1-9 დღეში - სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეო! როგორ ერთობიან ფეხბურთის ვარსკვლავები თვითიზოლაციაში? მსოფლიო ბოლო 24 საათში: კორონავირუსის ეფექტი (19 მარტი) პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი? ცნობილები, რომლებიც პირადი დაცვის გარეშე იშვიათად გადიან ქუჩაში 4 წინადადება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რობოტებს წამოსცდათ როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს! თურქი ექიმები: არ მოიკლოთ D ვიტამინი, ის დაგიცავთ ყველა სახის ვირუსებისგან ბერმუდის "ეშმაკის სამკუთხედის" საიდუმლო ამოხსნილია! 283 4-ს მოსწონს
|