სიახლეები უძილობა გაწუხებთ?! მაშინ სცადეთ უახლესი მეთოდი, რომლის საშულებითაც 60 წამში დაგეძინებათ! 2016, 22 ოქტომბერი, 12:29 დღეს ყველას გვაწუხებს უძილობა. ვერ ვიძინებთ სხვადასხვა მიზეზების გამო.
ეს იქნება ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღება თუ კომპიუტერთან დამოკიდებულება.
არსებობს მრავალი ხერხი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ყველაზე წარმატებული
მედიკამეტების გამოყენებით ხდება, თუმცა ცდა ბედის მონახევრეაო, ამიტომ
სცადეთ უახლესი მეთოდი, რომელიც ამერიკელ პროფესორმა, დოქტორ ენდრიუს ვაილმა გამოიგონა. უძილობის დასამარცხებლად გამოგონილი ახალი მეთოდი - "4-7-8" ტაქტიკის სახელწოდებითაა ცნობილი. მტკიცებულებების თანახმად, ამ მეთოდის გამოყენებით 60 წამში შესაძლებელია ძილი. რა უნდა გავაკეთოთ? - ძალიან მარტივია! 1. ისუნთქეთ 4 წამის განმავლობაში ცხვირიდან! 2. შეიკავეთ სუნთქვა 7 წამის განმავლობაში! 3. ისუნთქეთ 8 წამის განმავლობაში პირიდან! 4. ეს სამი ეტაპი, 3-4 ჯერ მაინც გაიმეორეთ! მტკიცებულებების თანახმად, ეს მეთოდი ფილტვებს ჟანგბადით კვებაბვს! დამატებითი ჟანგბადი ასევე ამშვიდებს პარასიმპათიკური ნერვულ სისტემას. ძილის ახალი მეთოდი ექიმ ენდრიუს ვაილს ეკუთვნის. ნახეთ რას ამბობს ექიმი: "ძალიან ეფექტური მეთოდია, ექსპერიმენტების შედეგად, დავადგინეთ, რომ ძილი მარტივად ყოფილა შესაძლებელი. სცადეთ ყველამ ვისაც უძილობა გჭირთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს მეთოდი კარგად მუშაობს ნერვული და პანიკური შეტევის წინააღმდეგაც, ვინაიდან ამ მეთოდს დასვენების ეფექტიც აქვს" რაღა დაგვრჩენია?! ეს მეთოდიც უნდა ვცადოთ! როგორც ექიმი ამბობს, დაგვეძინება პატარა ბავშვებივით! პ.ს - ამ ღამით, აუცილებლად უნდა ვცადო! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 4819 18-ს მოსწონს
|