x
image
alex999
პროფესორები გვაფრთხილებენ!!! როგორ უნდა მივირთვათ წაბლი???

წაბლი - ფოთოლმცვივან მერქნიან მცენარეთა გვარი წიფლისებრთა ოჯახისა. სახელწოდება ვრცელდება ასევე წაბლის ნაყოფზე, რომელსაც ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს. უმთავრესად გამოიყოფა წაბლის ოთხი ძირითადი სახეობა:ევროპული, ჩინური, იაპონური და ამერიკული წაბლი. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბტროპიკულ და ზომიერ სარტლებში. სიმაღლეში იზრდება 50 მეტრამდე. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში, აღმოსავლეთ საქართველოში იშვიათია. ქმნის წაბლნარებს და შერეულ ფართოფოთლოვან ტყეებს. წაბლნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 300-1000 მ ფარგლებში. გვხვდება იმ რაიონებში, სადაც ზამთრის ტემპერატურა 0.3 °C, ზაფხულის 18-22 °C ფარგლებში მერყეობს და ნალექების რაოდენობა 700 მმ აღემატება.


კულტივირებულია სამხრეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. წაბლის მერქანი მაგარი და გამძლეა. იყენებენ ავეჯისა და სახარატო წარმოებაში, მშენებლობაში. ქერქი და გულგული მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით, იყენებენ სამღებრო საქმეში. ნაყოფი გემრიელი საჭმელია. თაფლოვანი მცენარეა. უსისტემო ექსპლუატაციის გამო არეალი მკვეთრად შემცირდა, ამიტომ შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში.“


image


გაიხსენეთ ბავშვობა და წაბლი, რომელიც ჩვენს ღუმელზე თითქმის ყოველდღი იწვებოდა და ასე გემრიელად მივირთმევდით. თანამედროვე ცხოვრებაში წაბლის მიღება კვლავ აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ღუმელზე შემწვარი უკვე იშვიათად.


image


წაბლი შეიცავს უამრავ ვიტამინს და მინერალს. რაც ხელს უწყობს ცივ ამინდებში, ენერგიულ ცხოვრებასა და გონებრივ დატვირთვის მოხსნას.

წაბლი უხვად შეიცავს C - ვიტამინს და ნაკლებ ცხიმს. აქედან გამომდინარე, ვიტამინების შესანარჩუნებლად მის ბუნებრივ პირობებში შეწვა(ღუმელზე ან ბუხარში) რეკომენდებულია.


image


C ვიტამინის მხრივ, წაბლი სერიოზულ მეტოქეობას უწევს: ფორთოხალს, მანდარინს და გრეიფურტს. წაბლის უპირატესობას წარმოადგენს B1, B2-ვიტამინების უხვი მარაგი, რომელიც C-ვიტამინთან ერთად წაბლს საუკეთესოს ხდის.


image


წაბლი ეფექტურია ასევე კიბოს წინააღმდეგაც. იგი შეიცავს ფლავონოიდებს(ვიტამინი P), რაც ხელს უწყობს კიბოს განადგურებას.


წაბლი გარდა მნიშვნელოვანი ვიტამინებისა, აგრეთვე შეიცავს უმნიშვნელოვანეს მინერალებს. ესენია: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, მანგანიუმი და თუთია.


image


პროფესორები გვირჩევენ! მიირთვით წაბლი! ყველანაირად დადებითი თვისებებით! ოღონდ ეცადეთ, რომ ბუნებრივ პირობებში მოხარშოთ ან შეწვათ!





სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


image



1 -რევანდი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

2 -პროდუქტები, რომლებიც გულს იცავს!

3 -ბუნებრივი ანტიბიოტიკები, ანუ პროდუქტები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენს რაციონში!

4 - 35 უძლიერესი სამხედრო არმია ჩვენს პლანეტაზე, 2016 წლის სტატისტიკით

5 - ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ! (ბოლო ნაწილი)

2
1760
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1760
  
2017, 21 იანვარი, 17:28
გეთანხმები! შემწვარს რა შეედრება? მე გამოთქმა ,,მოხარშული წაბლი არ გინდა?,, ისიც კი მაღიზიანებს))))
2017, 21 იანვარი, 15:53
ვგიჟდები, ვგიჟდები ისე მიყვარს!!!! ჩემი აზრით, წაბლის მოხარშვა დანაშაულია, შემწვარს ვერაფერი შეედრება!!! :)))
0 1 2