x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყავა თუ ჩაი? – პასუხობენ გენეტიკოსები

კამათი იმის შესახებ, თუ რომელი სასმელი უკეთესია, ჩაის და ყავის მოყვარულებს შორის, უკვე 9 საუკუნეს ითვლის. ეს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყავის ჯერ კიდევ ნედლი მარცვლებით, არომატული სასმელი მოამზადეს.

დღემდე ითვლებოდა, რომ დილის სასმელის ამორჩევა – მხოლოდ ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული: ზოგს ჩაი უყვარს, ზოგს კი, ყავის გარეშე ვერ წარმოუდგენია დილის და დღის დაწყება...


image


და სულ ცოტა ხნის წინ, იაპონელმა მეცნიერებმა, კოლეგა, ამერიკელ მეცნიერებთან ერთად, დაამტკიცეს, რომ: უპირატესობას, რომელსაც ჩვენ, ამა თუ იმ სასმელს ვანიჭებთ, ჩვენი გენებით არის ნაკარნახევი.

imageკვლევა, რომელიც ამ აღმოჩენას საფუძვლად უდევს, რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარეობდა. მის ფარგლებში, მეცნიერებმა 160 ათასი ადამიანის გენეტიკური მონაცემი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ 13 ყველაზე გავრცელებული კვებითი პრიორიტეტის ფორმირება, მათ შორის, სასმელებზეც, გენების გარკვეული კომბინაციით ხდება.

გაირკვა, რომ გენები, ადამიანის მხოლოდ ამა, თუ იმ დაავადებისკენ მიდრეკილებას კი არა, – პროდუქტებისადმი მიდრეკილებასაც განსაზღვრავს. ხოლო, ჩაის მოყვარულთა დნმ–ის და ყავის მოყვარულთა დნმ-ის გენების ნაკრებები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სწორედ ეს ნაკრებები მოქმედებენ კარდინალურად ჩვენს საკვებისადმი დამოკიდებულებაზე და აძლიერებს გარკვეული პროდუქტების გემოს აღქმას.

imageმაგ., კვლევის დროს, აღმოჩენილი იყო დნმ–ის მონაკვეთები, რომლებიც საკვებში მწარე გემოს შეგრძნების მოთხოვნილებას აძლიერებს; არის მონაკვეთები – პასუხისმგებელი თევზის ან ბოსტნეულის მოთხოვნილებაზე; სწორედ გენური კომბინაციებია «დამნაშავე» იმაში, რომ ადამიანს დამოკიდებულება უჩნდება ალკოჰოლურ სასმელზე, ნარკოტიკებზე და ა. შ.

რაც შეეხება კონკრეტულად, ჩაის და ყავას – ადამიანები, რომლებიც გენეტიკურად მწარე კოფეინის მიმართ არიან მგრძნობიარენი, მათტვის, ნომერ I სასმელი – ყავაა. ხოლო ისინი, ვინც უფრო მგრძნობიარენი მწარე ჰინინისადმი არიან, – უპირატოსობას ჩაის ანიჭებენ.


P. S. ზოგს ჩაი უყვარს, ზოგს ყავა... თუმცა, ყველაზე სასარგებლო, ცხელი სასმელებიდან, – კაკაო არის!

გაიგეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ის, ჩვენი ჯანმრთელობისთვის!


image
1. კაკაო შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს და თავის ტვინის მუშაობას ასტიმულირებს.

2. კაკაო არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ჭიქა კაკაო, აუმჯობესებს ადამიანის განწყობას და ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსის!

3. კაკაოს მიღება რეკომენდირებულია დღის პირველ ნახევარში. მასში შემავალი ბუნებრივი პიგმენტი – მელანინი, შთანთქავს მზის სხივებს, კანს იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან და მზის დამწვრობისგან. გაგრძელება >>>

imageimageარხის სხვა სიახლეები:
imageimageimage

1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ბრიტანელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სიმპტომები დაასახელეს

3. ბიოლოგებმა COVID-19-ის პანდემიის დასრულების 2 ძირითადი პირობა დაასახელეს

4. ტესტი: აირჩიეთ გვირგვინი და გაიგეთ თქვენი ხასიათის ძირითადი თვისების შესახებ (+ რჩევები)
5. რატომ მიატოვეს ადამიანებმა მთვარე და რატომ ღირს მასზე დაბრუნება
6. თუ მარსზე სიცოცხლე არის, ის მიწისქვეშეთში იქნება – აცხადებენ ასტრობიოლოგები

3
514
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
514
  
2020, 28 მარტი, 17:27
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლალი ადიკაშვილი-ის კომენტარზე
2020, 28 მარტი, 15:39
საინტერესო ისტორიაა. დამკვირვებელი მართალია მოკვდა, მაგრამ, ექსპერიმენტს უშედეგოდ მაინც არ ჩაუვლია: აღმოჩნდა, რომ ყავა და ჩაი, ერთნაირად სასარგებლო ყოფილა :)
2020, 27 მარტი, 23:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3