x
მეტი
  • 21.03.2023
  • სტატია:126672
  • ვიდეო:356230
  • სურათი:499378
ეკლესია, რომელიც მუდმივად სასწაულებს ახდენს

image

ბორჯომის ხეობა, სოფ. დაბა წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ეკლესია რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ტაძარი მეთოთხმეტე საუკუნისაა .

სოფლის მოსახლეობის წინაპრების თქმით აქ მოღვაწეობდნენ ბერები, რაც დაადასტურა იმ ფაქტმა რომ ეკლესიის გვერდით აღმოჩენილ იქნა 3 უძველესი ქვევრი და სანთლის ჩამოსასხმელი, ეკლესიის გასწვრივ მდებარეობს გამოქვაბულები. ეკლესიის გვერდით კლდიდან პირდაპირ წყაროს დაბადებას იხილავთ, ზოგი ადამიანი იმასაც ამბობს რომ ეს წყალი სამკურნალოა .

ეკლესიას მრავალი წელი კარი არ ებმეოდა რამდენჯერაც ჩამოუბიათ იმდენჯერ ჩამოვარდნილა, ამიტომ ეკლესიას კარს აღარ უკეთებდნენ .

ეკლესიას როდესაც მიაქციეს ყურადღება მხოლოდ იმის შემდეგ დაიბა კარი, ეკლესია აკურთხა მეუფე სერაფიმემ რა დროსაც ციდან მარგალიტებივით წვეთები წამოვიდა მხოლოდ ეკლესიის გარშემო, მეუფემ აღნიშნა რომ ეს საოცარი ღვთიური სასწაული იყო .

თითქმის ყველა ადამიანს აქვს საკუთარი საოცარი ისტორია რომელიც ამ ეკლესიას უკავშირდება .

წირვა მხოლოდ ზაფხულობით ტარდება იმის გამო რომ აღმართი და ძლიერი სიცივეა ზამთარში .

რასაც შესთხოვთ მთელი გულით აუცილებლად შეგისრულდებათ .

სტატიის ავტორი: სოფიო დათუნიშვილი

0
1026
შეფასება არ არის
ავტორი:sofio datunishvili
sofio datunishvili
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0