სიახლეები მსოფლიო ბოლო 24 საათში: კორონავირუსის ეფექტი (19 მარტი) 2020, 19 მარტი, 12:15 ვირუსი დღითი დღე ძლიერდება. რამოდენიმე ქვეყანა ახერხებს შეჩერებას, თუმცა ბევრ წამყვან ქვეყანაში სიტუაცია გაუარესებულია. ევროპა ნელ-ნელა კვდება... 18 მარტის მონაცემებით კორონავირუსის ეფექტი მსოფლიოში: ![]() აშშ-კანადის საზღვარი ჩაიკეტა - ორივე ქვეყანა შეთანხმდნენ იმასზედ, რომ დროებით საზღვრები ჩაიკეტოს. მიმოსვლა განხორციელდება მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციებში. ![]() ოფიციალურად თურქეთი 19 მარტს საზღვარს ჩაკეტავს ბულგარეთთან და საბერძნეთთან. ![]() ოფიციალურად გადაიდო ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩასატარებელი ევროვიზია 2020. ჩატარების თარიღად დასახელდა 2021 წლის გაზაფხული. ![]() მსოფლიო მაშტაბით პანდემიით დაინფიცირებულთა რაოდენობა 200 000 გადაჭარბა. ![]() ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ქვეყანაში 24 საათში 2 000 -ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 558 მიაღწია. ![]() ბოლო 24 საათში ირანში 147 ადამიანი გარდაიცვალა. მთლიანობაში კორონავირუსის მსხვერპლის რაოდენობამ 1135 მიაღწია. ![]() ირანში 103 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა! ![]() ბელგიაში ქუჩაში გამოსვლა კანონით აიკრძალა! მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში ექნებათ მოქალაქეებს გარეთ გასვლის უფლება ![]() ყირგიზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც ცნობილია უმრიდან დაბრუნებულ 3 ოჯახის წევრს კორონავირუსი აქვს. ![]() თურქეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 98-ს მიაღწია. გარდაიცვალა პირველი კორონავირუსით დაავდებული 86 წლის მამაკაცი. ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> იხილეთ ასევე <<<<<როგორ ახერხებს სინგაპური კორონავირუსის დამარცხებას? - 8 მაგალითი სინგაპურისგან მსოფლიოს! ![]() პაციენტი 31. - როგორ დააინფიცირა მხოლოდ ერთმა ადამიანმა ათასობით კორეელი? ![]() დროა კარგი ამბებიც მოვისმინოთ! - იმედის მომცემი სიახლეები კორონავირუსთან დაკავშირებით! ![]() ![]() ![]() სიყვარული კორონას დღეებში - შეიძლება თუ არა, ურთიერთობა ამ პერიოდში? ![]() კორონავირუსი და მსოფლიო - მიღებული ზომები და ვითარება სხვადასხვა ქვეყნებში! (16 მარტი) ![]() 318 3-ს მოსწონს
|