x
image
intermedia.ge
Mediator image
ქაღალდის საწარმომ „კრიალა“ ინფექციურ საავადმყოფოს ქაღალდის ჰიგიენური საშუალებები გადასცა
image


ქა­ღალ­დის სა­წარ­მომ „კრი­ა­ლა“ ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ქა­ღალ­დის ჰი­გი­ე­ნუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­დას­ცა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­წარ­მო­დან აც­ნო­ბეს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის ჰი­გი­ე­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის ბრენდმა „კრი­ა­ლამ“ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ქა­ღალ­დის ხელ­სა­ხო­ცე­ბი­თა და ტუ­ა­ლე­ტის ქა­ღალ­დე­ბით მო­ა­მა­რა­გა. „კრი­ა­ლას“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ის, შიდსი­სა და კლი­ნი­კუ­რი იმუ­ნო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო პრაქ­ტი­კუ­ლი ცენ­ტრს დღს ეს­ტუმრნენ.


image


„ჩვენ ვი­აზ­რებთ იმ რთულ ვი­თა­რე­ბას, რაც დღეს­დღე­ო­ბით არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. მო­გეხ­სე­ნე­ბათ ქა­ღალ­დის ჰი­გი­ე­ნურ პრო­დუქ­ცი­ა­ზე ბოლო ქვე­ყა­ნა­ში დიდი მო­თხოვ­ნა გაჩ­ნდა, ჩვენ გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვე­ნი რე­სურ­სი იქით­კენ მიგ­ვე­მარ­თა, სა­დაც ამის გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი სა­ჭი­რო­ე­ბა და­ვი­ნა­ხეთ, ეს ად­გი­ლი სწო­რედ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოა, ად­გი­ლი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი თავ­და­უ­ზო­გა­ვად იბ­რძვი­ან ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად და, ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე, COVID19-ის და­სა­მარ­ცხებ­ლად. ჩვენ თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ძა­ლი­ან გვე­ი­მე­დე­ბა და ვცდი­ლობთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვე­ნი სიმ­ბო­ლუ­რი წვლი­ლიც შე­ვი­ტა­ნოთ“, - გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნია „კრი­ა­ლას“ გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, ალექ­სი სტრო­გა­ნოვ­მა.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­რე­ბის 38 შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი. მათ­გან ერთი უკვე გა­მო­ჯან­მრთელ­და, ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­ე­წე­რა და ამ­ჟა­მად თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ეტაპს გა­დის.

0
58
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0