საზოგადოება ლელა კაკულია: ვხედავ ვაქცინას, რომელიც კლავს ამ სასიკვდილო ბაქტერიას 2020, 18 მარტი, 11:28 COVID 19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ რამდენიმე (!) წინასწარმეტყველებას რომლებიც ქალბატონმა ლელამ ბევრი წლის წინ ჩაწერა და გამოაქვეყნა როგორც საავტორო გაზეთში „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“ ისე წიგნში „ახალი სიტყვა“ - ყველა გამოცემაში, მათ შორის, რუსულ და ამერიკულ გამოცემებში.
1993 წელი, 5 აგვისტო, დღის 12 საათი
უცნაური ავადმყოფებები გავრცელდება, რაც დიდ სიკვდილიანობას გამოიწვევს. ეს დაავადებები მრავალგვარია, მედიცინა უძლურია, მსოფლიო შეძრწუნდება. უშველის ხის ფესვები, ბუჩქის ფოთლოვანი ნახარში, ანუ ხალხური მედიცინა, მეტი არაფერი. ეს იქნება დიდი კატასტროფა. მსოფლიოს ააფორიაქებს შიში.
2008 წელი, 1 მარტი
მსოფლიოში ჩნდება სამი სახის დაავადება. ამ დროს, ვხედავ, კიბოთი, დიაბეტითა და სხვა დიაგნოზით ხალხი აღარ კვდება. ეს სამი სახის დაავადება კი სისხლში არ ჩანს. მას „უჩინარ სიკვდილს“ შეარქმევენ — მიდი და ებრძოლე!
ამ დაავადების პასუხი, ანუ წამალი, ჯუნგლებშია, ერთ-ერთი ცხოველის სისხლზე მზადდება. ეს იშვიათი ცხოველია, როგორია, ბევრმა არ იცის. თუ მათ ფერმებში მოაშენებენ, ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება. მაგრამ სანამ მიაგნებენ, მსოფლიოში უამრავი ადამიანი გარდაიცვლება. ომი სჯობს ამ „უჩინარ დაავადებას“ .
საერთოდ, ისეთი ბაცილები მოდის ჯუნგლებიდან, მომენტალურად ანგრევს ორგანიზმს, არტყამს პანკრეასს. ადამიანებს ძალიან გაუჭირდებათ. ფრთხილად!
2008 წელი, 26 სექტემბერი
განსაკუთრებით მიხარია ის, რომ მომავალში ბევრი დაავადების განმკურნავ საშუალებებს ვხედავ. მედიცინის მიღწევები პიკს აღწევს. გამოიგონებენ სხვადასხვა წამლებს და ყველაზე საშიში დაავადებები თითქმის გაქრება დედამიწაზე. ამ პროცესებს ვერაფერი შეუშლის ხელს.
2009 წელი, 28 ოქტომბერი
მინდა დავამშვიდო ჩემი საყვარელი ქართველები, რომ ვირუსები და ინფექციები ისე არ გავრცელდება საქართველოში...
მე ასე ვხედავ: კავკასიონი იცავს საქართველოს მომწამლავი ნივთიერებებისგან! ეს ასეა. იქნება „პატარა ვირუსები“ და მეტი არაფერი. ნუ შეშინდებით. კოსმოსი არ დაუშვებს ქართველების, ასე ვთქვათ, ამოწყვეტას. პირიქით.
ვხედავ საქართველო გადაურჩება ამ ჭირს, დიახ, შავ ჭირს, რასაც სხვა ქვეყნებზე ვერ ვიტყვი!
2011 წელი, 25 მაისი
1992 წელს ვიწინასწარმეტყველე, ვხედავ ბაცილას, ინფექციას, რომელიც პირდაპირ შეეხება ადამიანის შინაგან ორგანოებს, ეს ღვიძლია, თირკმელები თუ ფილტვები და ასე შემდეგ-მეთქი...
მომავალში კიდევ ჩნდება ორი ძალიან რთული დაავადება. ეს კი, როგორც ადრე აღვნიშნე, ბაქტეოროლოგიური ომია. მაგრამ ყველაზე უფრო ამ დაავადებებს თვითონ ბუნება უწყობს ხელს, ვინაიდან დედამიწაზე სერიოზული კატაკლიზმებია. ადამიანმა შექმნა მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები და ჰგონია, რომ იგი დაცულია საცავებში. ძალიან ცდებით! ამხედრებულ ბუნებას ვერცერთი საცავი ვერ გაუძლებს დედამიწაზე. ასე რომ, ფრთხილად, ადამიანებო!
ჟონავს, ვხედავ, ქიმიური მომწამლავი ნივთიერებები. იგი იფანტება ჰაერში, წყალში, აბინძურებს ბუნებას. ეს კი მართლა დიდი კატასტროფაა ადამიანებისთვის. არ არსებობს დაავადება, მერე მთელ მსოფლიოს რომ არ მოედოს. ამ მხრივ კაცობრიობას მომავალში დიდი სირთულეები ელის. მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სიცოცხლე მაინც იმარჯვებს და ადამიანები ცხოვრებას განაგრძობენ.
2011 წელი, 11 ივნისი
ევროპაც მოწამლულია. ეს ბაცილა — ინფექცია, ჯერ კიდევ 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე. ეძებენ მიზეზს, მაგრამ ვერ პოულობენ. ხან რას აბრალებენ და ხან — რას. ჩემს ხედვაში ეს ბაქტეოროლოგიურ ომს ჰგავს. თუმცა ვხედავ ვაქცინას, რომელიც კლავს ამ სასიკვდილო ბაქტერიას, რომელიც უამრავ ადამიანს შეიწირავს.
2011 წელი, 27 ივნისი
ვხედავ, ჩნდება ახალ-ახალი დაავადებები, რომლის წარმონაქმნასაც მეცნიერება, მედიცინა პასუხს ვერ სცემს. ყველაფერი კი ეს ბაქტეოროლოგიური ომია, რომელიც ბუნებამ ადამიანებს გამოუცხადა მათი დაუნდობლობის გამო ბუნების მიმართ.
და მაინც ვხედავ, დედამიწა იწმინდება და მშვიდდება. კოსმოსი მთლიანად ასუფთავებს და თითქოს ახალი სიცოცხლე იწყება. ვხედავ, დაავადებები გაქრება, ადამიანებიც დამშვიდდებიან. ამინ!
2011 წელი, 30 ივნისი
უამრავი წინასწარმეტყველება ასრულდა და კვლავაც ასრულდება. ყველა და ყველაფერი შეიცვლება მეტი სიკეთისკენ. და ეს იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ქვეყნები არეულები არიან, როცა ბუნება ისევ ბობოქრობს, როცა ჩნდება სასიკვდილო დაავადებები და ხალხი იხოცება, როცა მსოფლიოს მრავალ ადგილას რადიაცია ჟონავს ატომური სადგურებიდან(რასაც მალავენ, მაგრამ როდემდე?), როცა არის ასევე დიდი ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში — აი ამ ფონზე
საქართველო დაცულია და ყველა ამ უბედურებას თავს დააღწევს!
მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში რამდენიმე სახის დაავადების გავრცელების დიდი საშიშროებაა. განსაკუთრებით ნაწლავური ინფექცია შეიწირავს ბევრ ადამიანს მომავალში... დედამიწას ძალიან გაუჭირდება, ასევე, რა თქმა უნდა, ხალხსაც, მაგრამ არის ადგილები საქართველოს მსგავსად, რომლებიც გადარჩება...
490 4-ს მოსწონს
|