საზოგადოება ვინ არის ქალი,რომელმაც ინფექციური საავადმყოფოს ექთნებს სახელფასო დანამატები ჩაურიცხა 2020, 17 მარტი, 19:25 ქართველმა ებრაელმა, პატრიცია დელონმა ინფექციური საავადმყოფოს ექთნები წაახალისა და ხელფასებზე დანამატები ჩაურიცხა, თან კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, თუმცა ეს ამბავი ინფექციურმა საავადმყოფომ მაინც გააჟღერა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. "კატეგორიულად ითხოვდა ამ ფაქტის აფიშირება არ მომხდარიყო, მაგრამ უნდა იცოდეს საზოგადოებამ მისი სახელი - პატრიცია დელონი! ბოქსირებული განყოფილების ექთნებს ხელფასზე დანამატი დაურიცხა და ასე გამოხატა თანადგომა... თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და მომავალ თვეს თუ საშუალება იქნება ექიმებს წაახალისებს... არც იუბილარი თენგიზ ცერცვაძე დავიწყებია. საჩუქრად საკუთარი ნახატი, თავისი და მამის, ილია დედიაშვილის პოეტური კრებულები უსახსოვრა. ექსპრომტად ლექსიც მიუძღვნა და ჯანმრთელობა უსურვა... მადლობა ქალბატონ პატრიციას! სიკეთე გადამდებია..." 1395 5-ს მოსწონს
|