x
image
melody_inside
თვითიზოლირება! როგორ გავაკეთოთ ეს?


კორონავირუსის პანდემიამ ახალი სიტყვები შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი მათგანია - თვითიზოლაცია: კარანტინი სახლში.



image



მრავალ მოქალაქეს მოუწევს თვითიზოლირება იმისთვის, რომ შეანელოს დაავადების გავრცელება, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მოსკოვში კი თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევისთვის ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.









მაშ ასე, რა უნდა ვიცოდეთ თვითიზოლაიაზე და როგორ განვახორციელოთ ის?





რა არის ეს?




თვითიზოლაცია ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაემიჯნებით დანარჩენ სამყაროს.


ზიხართ სახლში, არ დადიხართ სამსახურში, სასწავლებელში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში, თავს არიდებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და ტაქსს.








...საღი აზრი გვკარნახობს, რომ უნდა ვიმყოფებოდეთ ისეთ შენობაში, სადაც იღება ფანჯრები და კარგად ნიავდება. მოერიდეთ სახლშივე ახლობლებთან მჭიდრო კონტაქტს.




...ითხოვეთ დახმარება, თუ გჭირდებათ საკვების, აცილებელი ნივთების და წამლების შეძენა.



... ახლა კი- პანიკის გარეშე! რა უნდა იცოდეთ კორონავირუსზე იმისთვის, რომ ძალიან არ გეშინოდეთ


... კორონავირუსი: რამდენად საშიშია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?




სასურველია მეგობრებმა ან კურიერმა თქვენი შენაძენი კარებთან დატოვონ.



და, რა თქმა უნდა, არ უნდა მიიღოთ სტუმრები.



და საჭიროა კი?





მაგალითად, 2020 წლის 13 მარტიდან დიდ ბრიტანეთში ადამიანებს, რომლებსაც გრიპის მაგვარი სიმპტომები აქვთ (37, 8 გრადუს ცელსიუსზე მაღალი სიცხე და (ან) ხშირი ხველა), რეკომენდაცია მიეცა არ გამოვიდეს სახლიდან მინიმუმ შვიდი დღე.




იმ ადამიანებს, რომლებიც დაბრუნდნენ ძლიერ დავირუსებული ქვეყნიდან, ან ახლო კონტაქტში იყო ინფექციის მატარებეთან, ხელისუფლება და მედიკოსები ურჩევენ თვითიზოლაციაში იყოს 14 დღე.






არსებული რისკის შემქმნელ ახლო კონტაქტად იგულისხმება დაინფიცირებულ ადამიანთან ორ მეტრზე ახლო მანძილზე 15 წუთით ან მეტი დროით ყოფნა.




მსუბუქად გაციებული პაციენტიც სასურველია შეძლებისდაგვარად იჯდეს სახლში, მაგრამ არ შეაწუხოს ზარებით ექიმები უსაფუძვლოდ.




Covid-19 -ის დაავადების სიმპტომებს წარმოადგენს მაღალი ტემპერატურა, ხველება და გაძნელებული სუნთქვა. როგორც წესი, ისინი ვლინდებიან დაინფიცირებიდან 5 დღეში.





რა ვუყოთ ოჯახის წევრებს და მეზობლებს?





...თუ სარგებლობთ საერთო სამზარეულოთი, ეცადეთ ცალკე მოიმზადოთ, წაიღეთ თქვენს ოთახში და ხშირად დაამუშავეთ სახლში ზედაპირები სველი მეთოდით.



სრული იზოლირება მოახდინოთ იმ ადამიანებისგან, ვისთანაც ერთ სახლში ცხოვრობთ, რა თქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ უნდა ეცადოთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ფიზიკური კონტაქტები. ეცადეთ საუბრისას დაიცვათ ორ მეტრიანი დისტანცია. იძინეთ ცალკე. განსაკუთრებით გაუფრთხილდით რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს.





თუ შინაურებიდან ერთ-ერთი არ იცავს თვითიზოლაციას თქვენთან ერთად, ხშირად იბანეთ ხელები საპნით არანაკლებ 20 წამის მანძილზე. გააკეთეთ ეს ყოველთვის, როდესაც კონტაქტი გექნებათ ქუჩიდან შემოსულ ადამიანთან.








სწორად დაბანილი ხელები ამცირებენ ნებისმიერი ინფექციით დაავადების რისკს, მათ შორის კორონავირუსითაც.







...არ უნდა ისარგებლოთ საერთო პირსახოცით, ხელსახოცით და სხვა საოჯახო ნივთებით. ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, სასურველია ჰქონდეს ცალკე აბაზანა. თუ საერთო აბაზანაა, მაშინ საჭიროა გულდასმით გარეცხოთ თქვენს შემდეგ- რა თქმა უნდა თუ ამის ძალა გაქვთ (სუსტად თუ არ ხართ).




...ნაგავი შეახვიეთ ორ პაკეტში და გქონდეთ სახლში მანამდე, სანამ ანალიზის შედეგები არ მოგივათ. თუ ეჭვი კონორავირუსზე დადასტურდა, მაშინ გეტყვიან რა უნდა უქნათ ამ ნაგავს.

გისურვებთ ჯანმრთელობას. ყველაფერი კარგად იქნება!

იხილეთ ასევე:

ისეთი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიცაა ინფარქტი- გულის შეტევა ან ინსულტი, მყარად ინარჩუნებენ ლიდერობას სიკვდილის მიზეზებს შორის მთელ მსოფლიოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალისტების პროგნოზით, უახლოეს 30-50 წლის განმავლობაში ვითარების შეცვლა ნაკლებ სავარაუდოა: სწორედ გულ...

კანის ზედაპირის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების გამო, წერს Prevention. კანზე ნებისმიერი ფერის და ნებისმიერი ზომის ლაქების გამოჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობისათვის უსფრთხო მოვლენებმა, ...

ჰერპესი ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო დაავადებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს და ვლინდება მხოლოდ რამოდენიმე თვეში ერთხელ, მაინც ბევრი უსიამოვნება მოაქვს ადამიანისთვის. ამ ინფექციის მთავარი თვისებაა-დამახასიათებელი გამონაყარი ტუჩზე (და არა მხოლოდ ტუჩზე), რომელიც არა მხოლოდ

იყავით ყურადღებით! პერიოდულად ყველას წარმოექნება მუცელთან დაკავშირებული პრობლემა, მაგრამ მათ შორის გარკვეული სიმპტომები შეიძლება ნიშანი იყოს რაღაც უფრო სერიოზულისა, ვიდრე მხოლოდ ტკივილია. თუ აქ ჩამოთვლილი ტკივილებიდან რომელიმეს განიცდით, მიმართეთ ექიმს! ეს საჭიროა იმისთვის, რათა კვლავ შეძლოთ

მეხსიერების აღდგენის პერსპექტიული აღმოჩენა გააკეთეს მეცნიერებმა ელექტროობის დახმარებით. სიბერის გამო დაკარგული მეხსიერების აღდგენა (დროებით მაინც) შესაძლებელი იქნება ტვინში უმტკივნეულო მოკლე ელექტროიმპულსების გაშვების საშუალებით. უკვე რამოდენიმე კვლევამ გააკეთა დემონსტრირება იმისა, რომ

0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0