x
image
ზოგადი განათლება
მისი თუ თავისი? - რომელია სწორი ფორმა და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ

image


ამ ორი კუთვნილებითი ნაცვალსახელის აღრევა იშვიათი არ არის. მაგალითად, შევხვდებით ამგვარ წინადადებას:





''დედამ მისი შვილი სკოლაში წაიყვანა ’’



მაგრამ გაუგებარი რჩება, ვის შვილზეა აქ საუბარი - საკუთარ თუ სხვის შვილზე.



ორივე დასახელებული ნაცვალსახელი მესამე პირის კუთვნილებას გამოხატავს, მაგრამ სხვადასხვაგვარ ვითარებაში:



  • თუ ობიექტი(კუთვნილების საგანი) ზმნით გამოხატული მოქმედების სუბიექტს ეკუთვნის, ანუ სუბიექტის ს ა კ უ თ ა რ ს გულისხმობს, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ნაცვალსახელი <<თავისი>>

მაგალითად: ''დედამ თავისი შვილი სკოლაში წაიყვანა’’



  • ხოლო თუ ობიექტი სხვისი კუთვნილებაა და არა სუბიექტის, მაშინ ნაცვალსახელი <<მისი>> იქნება შესაფერისი. ანუ - ''დედამ მისი შვილი სკოლაში წაიყვანა’’ - იმას ნიშნავს, რომ მას ს ხ ვ ი ს ი შვილი წაუყვანია.




და მაინც როგორ შევამოწმოთ?



ეფექტურად მივიჩნევ შემდეგ ხერხს: საორჭოფო ნაცვალსახელს(მისი თუ თავისი) ჩავუნაცვლოთ ‘’სხვისი’’ და თუ ის შეუფერებელი აღმოჩნდა, გამოვიყენოთ ‘’თავისი’’, ხოლო თუ არა - ‘’მისი’’. ამ მიზნით საკუთარი ზედსართავი სახელის გამოყენებაც შეიძლება

2
954
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
954
  
2020, 16 მარტი, 22:07
ბატონო ზურაბ, ხშირად მხვდება თქვენი სარკაზმული, აგრესიული კომენტარები... არც ეს ქვემორე კომენტარი ჩამოუვარდება წინამორბედებს) რას ნიშნავს ,,გულისამრევი,,? რატომ ცდილობთ, იყოთ ,,რომის პაპზე დიდი კათოლოკე?,, თუ შენიშვნა გაქვთ კონკრეტულ ავტორთან, კორექტულად, თავაზიანად მიუთითეთ, თუ ვინმეს ინტელექტზე პრეტენზია გაქვთ, თავად უნდა იყოთ კულტურისა და ეტიკეტის ეტალონი... მეც მაპატიეთ, თუ რამე შემეშალა... სხვათა შორის, პირველივე წინადადებაში გრამატიკული შეცდომა გაქვთ)))
2020, 16 მარტი, 20:27
ძალიან კარგია,რომ სცდილობთ სწორი გრამატიკული ფორმების დამკვიდრებას,თორემ ისე წალეკა ქართული ენა პროვინციულ-არაქართულმა სიმახინჯეებმა( სამწუხაროდ,თქვენს საიტზეც ბევრი სტატია იბეჭდება ამგვარი სიმახინჯეებით),რომ უკვე მათი კითხვაც კი გულისამრევია.
0 1 2