x
image
intermedia.ge
Mediator image
„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება
image


ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანიც, ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, მეოთხე სეზონს იწყებს.


კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყება და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. მათ, ვინც საკუთარი რომანის წიგნად გამოცემასა და სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, რომ ეს ოცნება აისრულოს.


კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მე-4 წელია ატარებს. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე იცნობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტორები აგრძელებენ წერას.



ახლახან გამოიცა იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნი „გარდასულები“; ასევე, ელის დოჯსონის რიგით მესამე რომანი „ამ მთისა და იმ ბარისა“. მალე გამოიცემა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე წიგნიც.


შეგახსენებთ, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი2017-ის“ გამარჯვებულები არიან: თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, შორენა ხუხუა, ელის დოჯსონი


„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე.


„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები კი თინათინ ბერიძე, თამარ გოდერიძე, ნანი მანველიშვილი, არჩილ ფირიაშვილი და ნიკოლას მაჩაბელი გახდნენ.


ამ­ჯე­რად, ას­პა­რე­ზი კი­დევ ერთხელ ეთ­მო­ბა, რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე შემ­დგარ მწერ­ლებს.


კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 18 წლის ასა­კი­დან.


გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­­ცავ­დეს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:


გვა­რი, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლი­ლი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. იმის მი­თი­თე­ბით, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­როს მი­თი­თე­ბა: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.);- ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს Word დო­კუ­მენ­ტით;


კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი);

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია;

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოპ­სი­სი (Word დო­კუ­მენ­ტი);

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი: 20-30 გვერ­დი, Word დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი − Sylfaen, ზომა − 11.


გა­ნა­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა:


ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი (20-30 გვერ­დი) და სხვა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლე­ბი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 1-ლი აპ­რი­ლი­დან 1-ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ-ფოს­ტა­ზე: konkursi@palitra.ge;


ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის შემ­დეგ კონ­კურ­სან­ტი ელ­ფოს­ტა­ზე მი­ი­ღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ;


გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

0
11
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0