სხვა იცით რატომ გვინდება ტრანსპორტში ძილი? 2020, 16 მარტი, 11:41 საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ჩახუთულ შენობაში ხშირად ვამთქნარებთ და თვალები გვეხუჭება. რატომ ხდება ასე?? მომატებული ძილიანობა ცუდად განიავებულ შენობაში აიხსნება ორი მიზეზით. 1. ჟანგბადის უკმარისობის გამო ტვინი ენერგეტიკულ შიმშილს განიცდის, რის გამოც მისი აქტივობა ქვეითდება. 2.ნახშირორჟანგის რაოდენობა გავლენას ახდენს ნერვული უჯრედების აღგზნებაზე. მისი სიჭარბის შემთხვევაში ყველა სიგნალი ტვინისკენ და მისგან ნელა გადაიცემა.რეაქციის მსგავსი შეფერხება კი ძლიერ ჩამოჰგავს მთვლემარე მდგომარეობას და მასში ადვილად გადადის. ასერომ ეცადეთ, მიღებული ცოდნა უძილობის სამკურნალოდ გამოიყენოთ. ძილის წინ ოთახი აუცილებლად გაანიავეთ. სრულფასოვანი დასვენებისთვის თქვენს ნერვულ სისტემას ესაჭიროება ჟანგბადით მდიდარი სუფთა ჰაერი. მისი დეფიციტის დროს ვერ გამოიძინებთ, ასევე შესაძლებელია ასეთ დროს თავის ტკივილი და გაღიზიანებულობა აღმოცენდეს. 99 1-ს მოსწონს
|