სხვა კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საქართველოს მეზობელ ქვეყნებში 2020, 14 მარტი, 17:42 ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებგვერდის მიხედვით (stopcov.ge) საქართველოს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 15 - 15 შემთხვევაა დაფიქსირებული.
აღნიშნულ საიტზე, მხოლოდ რუსეთში არსებული მონაცემების დადგენა რთულდება, თუმცა ბოლო მონაცემებით რუსეთში სულ 10 შემთხვევაა დაფიქსირდა. რაც შეეხება, თურქეთს ამ დროისთვის, 5 შემთხვევა დადასტურებული. ინფორმაციისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში ქვეყანაში covid 19 - ით ინფიცირებულთა რიცხვი 30 - მდე გაიზარდა. 492 შეფასება არ არის
|