x
image
Yoona
Mediator image
ტურიზმი კოსმოსში რეალურია: ქალი, რომელმაც კოსმოსში 5 წუთის გასატარებლად 2005 წელს 250 ათასი დოლარი გადაიხადა
კეტი მეზონრუჯი ჩვეული სამყაროს საზღვრებს გარეთ მოგზაურობას 15 წელი ელოდა. 61 წლის ბიზნეს სკოლის პროფესორმა 2005 წელს დედამიწის საზღვრებს გარეთ 5 წუთით მოგზაურობისთვის 250 000 დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ახლა კომპანია Virgin Galactic, რომელმაც ბილეთი გაყიდა, აცხადებს, რომ ამ წელს ფრენებს დაიწყებენ. რიჩარდ ბრენსონი, კომპანიის დამფუძნებელი, პირველ მოგზაურობას შეასრულებს, ხოლო მისის მეზონრუჯს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს.


image

„ვიმედოვნებ, ყველაფერი ისეთი წარმოუდგენელი იქნება, როგორც წარმომიდგენია“ - ამბობს მისის მეზონრუჯი. თუ დაგეგმილი განხორციელდება, Virgin Galactic მსოფლიოში პირველი კერძო ორგანიზაცია იქნება, რომელიც კოსმოსში ფრენებს მოაწყობს. მისი წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკვე 600 ბილეთი გაყიდულია და მყიდველებს შორისაა ცნობილი ადამიანები, მათ შორის ლეონარდო დი კაპრიო და ჯასტინ ბიბერი.


კონკურენტი ფირმები მას არ ჩამორჩებიან. „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მიერ შექმნილმა Blue Origin-მა პოტენციურ მგზავრებზე საუბარი დაიწყო, ხოლო ილონ მასკის მიერ შექმნილმა კომპანიამ Tesla SpaceX 2019 წელს პირობა დადო, რომ იაპონელი მილიარდერი იქნება მისი პირველი ტურისტი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება.


ოცნებები ფრენაზე

2019 წელს ბანკმა UBS-მა შვეიცარიაში გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში კოსმოსში ტურიზმი მოდური გახდება.

პირველი მყიდველები, როგორიცაა მისის მეზონრუჯი ამტკიცებს, რომ მაღალი ღირებულების მიუხედავად კერძო კოსმოსური მოგზაურობის მოთხოვნილება არსებობს.


image

„ასეთი ძვირადღირებული მომსახურება პრემიუმ სერვისს მოითხოვს“ - ამბობს კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ჯულია ჰანტერი, რომელიც კოსმოსში ფრენების მართვაზეა პასუხისმგებელი.

მეზონრუჯის სიყვარული კოსმოსის მიმართ უკვე წლებია გრძელდება. მას ცხადად ახსოვს 1969 წლის ივლისის შემთხვევა, როცა ბაზ ოლდრინი და ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანები გახდნენ, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დაადგეს. სწორედ ამიტომ, როგორც კი კომპანია Virgin Galactic-ის შემოთავაზების შესახებ გაიგო, დაუყონებლივ დარეგისტრირდა. ბილეთის შეძენის შემდეგ თავის გეგმებს მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან საიდუმლოდ ინახავდა.


საოცნებო მოგზაურობისთვის მომზადება

2019 წლის ნოემბერში კოსმოსურმა ტურისტებმა სკაფანდრის მოზომვის პირველი შანსი მიიღეს, რომელიც სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა Under Armor-მა შექმნა.

„ამით გავაცნობიერე, რომ მალე ყველაფერი მოხდება. 15 წლიანი ლოდინის შემდეგ აუცილებლად აღელვებული იქნებით, სანამ ეს არ მოხდება“ - ამბობს მეზონრუჯი.

კოსმონავტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლეგენდარულ მისიაში „აპოლონი“ მონაწილეობდნენ და მკაცრი ვარჯიშები და მძიმე ფიზიკური გამოცდები გაიარეს, მისის მეზონრუჯს და სხვა ტურისტებს მოგზაურობისთვის მხოლოდ სამი დღე დასჭირდებათ. კომპანია განმარტავს, რომ მომზადება შეიძლება კიდევ შემცირდეს, მაგრამ მათ სურთ, რომ მოგზაურებმა „ყველაფრის განსაკუთრებულობა“ იგრძნონ და გამოცდილებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.


image

პრემიუმ კლასის ტერმინალი

ბილეთის მყიდველებს ჰქონდათ შესაძლებლობა წინასწარ ენახათ ტერმინალი, რომელიც კომპანია ნიუ-მექსიკის უდაბნოში გახსნა. ორგანიზაციამ დაკვირვებისთვის ჭერიდან იატაკამდე დიდი ფანჯრების მქონე სასტუმრო შექმნა, სადაც რობოტი ბარმენები ყავას შემოგთავაზებთ.

Virgin Galactic-ის ლაუნჯი ინფრასტრუქტურის პირველი რეალიზებული ნაწილია, რომელსაც კომპანია გეგმავს. აქედან მოგზაურები კოსმოსურ გემზე მოხვდებიან, რომ დაბალი ორბიტის ორივე მხარეს 90 წუთიანი ფრენა განახორციელონ. ასე ტურისტები უფრო შთამბეჭდავ შთაბეჭდილებებს მიიღებენ, ვიდრე ასტრონავტები.


მრავალ მილიონიანი მოგზაურობა

მილიონის მეოთხედი ნაწილი ტურისტული მოგზაურობისთვის შეიძლება დიდ თანხად გეჩვენებათ, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ კოსმოსში ფრენებზე მოთხოვნა შემოთავაზებას გადააჭარბებს და ამის გამო ფასები შეიძლება ძლიერ გაიზარდოს.


image

კოსმოსში გასაფრენად რამდენიმე მილიონიანი ღირებულების ბილეთი უკვე 7-მა ადამიანმა შეიძინა.



ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს

image

კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ

image

ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა

image

დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ

image

აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება

image


0
198
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
198