სხვა ტურიზმი კოსმოსში რეალურია: ქალი, რომელმაც კოსმოსში 5 წუთის გასატარებლად 2005 წელს 250 ათასი დოლარი გადაიხადა 2020, 14 მარტი, 13:52 კეტი მეზონრუჯი ჩვეული სამყაროს საზღვრებს გარეთ მოგზაურობას 15 წელი ელოდა. 61 წლის ბიზნეს სკოლის პროფესორმა 2005 წელს დედამიწის საზღვრებს გარეთ 5 წუთით მოგზაურობისთვის 250 000 დოლარიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ახლა კომპანია Virgin Galactic, რომელმაც ბილეთი გაყიდა, აცხადებს, რომ ამ წელს ფრენებს დაიწყებენ. რიჩარდ ბრენსონი, კომპანიის დამფუძნებელი, პირველ მოგზაურობას შეასრულებს, ხოლო მისის მეზონრუჯს დიდხანს ლოდინი არ მოუწევს.
![]() კონკურენტი ფირმები მას არ ჩამორჩებიან. „ამაზონის“ დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის მიერ შექმნილმა Blue Origin-მა პოტენციურ მგზავრებზე საუბარი დაიწყო, ხოლო ილონ მასკის მიერ შექმნილმა კომპანიამ Tesla SpaceX 2019 წელს პირობა დადო, რომ იაპონელი მილიარდერი იქნება მისი პირველი ტურისტი, რომელიც მთვარეზე გაფრინდება. ოცნებები ფრენაზე 2019 წელს ბანკმა UBS-მა შვეიცარიაში გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, რომ უახლოესი 10 წლის განმავლობაში კოსმოსში ტურიზმი მოდური გახდება. პირველი მყიდველები, როგორიცაა მისის მეზონრუჯი ამტკიცებს, რომ მაღალი ღირებულების მიუხედავად კერძო კოსმოსური მოგზაურობის მოთხოვნილება არსებობს. ![]() საოცნებო მოგზაურობისთვის მომზადება 2019 წლის ნოემბერში კოსმოსურმა ტურისტებმა სკაფანდრის მოზომვის პირველი შანსი მიიღეს, რომელიც სპორტული ტანსაცმლის ცნობილმა ბრენდმა Under Armor-მა შექმნა. „ამით გავაცნობიერე, რომ მალე ყველაფერი მოხდება. 15 წლიანი ლოდინის შემდეგ აუცილებლად აღელვებული იქნებით, სანამ ეს არ მოხდება“ - ამბობს მეზონრუჯი. კოსმონავტებისგან განსხვავებით, რომლებიც ლეგენდარულ მისიაში „აპოლონი“ მონაწილეობდნენ და მკაცრი ვარჯიშები და მძიმე ფიზიკური გამოცდები გაიარეს, მისის მეზონრუჯს და სხვა ტურისტებს მოგზაურობისთვის მხოლოდ სამი დღე დასჭირდებათ. კომპანია განმარტავს, რომ მომზადება შეიძლება კიდევ შემცირდეს, მაგრამ მათ სურთ, რომ მოგზაურებმა „ყველაფრის განსაკუთრებულობა“ იგრძნონ და გამოცდილებიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ![]() მრავალ მილიონიანი მოგზაურობა მილიონის მეოთხედი ნაწილი ტურისტული მოგზაურობისთვის შეიძლება დიდ თანხად გეჩვენებათ, მაგრამ კომპანია იმედოვნებს, რომ კოსმოსში ფრენებზე მოთხოვნა შემოთავაზებას გადააჭარბებს და ამის გამო ფასები შეიძლება ძლიერ გაიზარდოს. ![]() ასევე დაგაინტერესებთ: როგორი იქნებოდა ჩვენი ზეცა, მთვარის ნაცვლად სხვა პლანეტა რომ გვანათებდეს ![]() კალიფორნიაში მარსის პროტოტიპს შექმნიან: აქ დასვენებას ტურისტები კვირაში 6000 დოლარად შეძლებენ ![]() ასტეროიდმა, რომელმაც 66 მლნ წლის წინ დინოზავრები გაანადგურა, ახალი სიცოცხლე წარმოშვა ![]() დედამიწის სურათები სხვადასხვა დისტანციიდან: 10 ფოტო, რომელიც თქვენი არსებობის გადახედვას გაიძულებთ ![]() აი, როგორ გამოიყურებოდა მივიწყებული მსოფლიოს 7 საოცრება ![]() 198 შეფასება არ არის |