x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135765
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510155
ქოუჩინგი
image

ქოუჩინგი-ეს არის პროფესიული პარტნიორობა კლიენტთან, რომელიც ორიენტირებულია მის ცხოვრებაში განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ცვლილებების დასახვასა და განხორციელებაზე.

ქოუჩინგის ფორმები:

ძირითადად, ქოუჩინგი მიმდინარეობს შეხვედრების სახით, რომელთაც ეწოდება ქოუჩ-სესიები. ეს შეხვედრები შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან ჯგუფური.



ინდივიდუალური ქოუჩ-სესია დაახლოებთ 60 წუთი გრძელდება (კი მივხვდი რო 60წთ=1საათს, მაგრამ წუთებში უფრო დამაჯერებელი ჩანს :დდდ) მისი ხანგრძლივობა განისაზღვრება ქოუჩის მიერ. შეიძლბა 15 წუთშიც მორჩეს და შეიძლება 80-შიც. კლიენტი თანხას იხდის 60 წუთის შესაბამისად, მიუხდავად იმისა, თუ რეალურად რამდენ ხანს მუშაობდა ქოუჩი. რადგან კლიენტი თანხას იხდის არა ქოუჩთან გატარებულ დროში, არამედ-შედეგში.

ქოუჩ-სესიის ეტაპები:

  • მიზნის დასახვა - იმის გაცნობიერება, თუ რა უნდა სინამდვილეში ადამიანს, მისი მნიშვნელობის განსაზღვრა.
  • რეალობის ანალიზი - მოცემულ მომენტში რა აქვს ადამიანს (რესურსები, შესაძლებლობები, შეზღუდვები)
  • პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
  • მიზნის მიღწევის საფეხურეობრივი გეგმის შედგენა.
  • კლიენტის სურვილის შესაბამისად, მიზნის მიღწევის პროცესში ქოუჩის მხრიდან მხარდაჭერა.
ქოუჩინგი ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • ადამიანი, რომელიც მიმართავს ქოუჩს, ჯანმრთელია და სრულ წესრიგშია.
  • ყოველი ადამიანი ყოველ მომენტში იქცევა მისი შესაძლებლობებიდან საუკეთესოდ. ის ხელმძღვანელობს წარსული გამოცდილებით, ამ დროს ქოუჩი უნდა დაეხმაროს მას სტერეოტიპების დარღვევასა და ახალი გზების პოვნაში.
  • არცერთი ადამიანის პოტენციალი არ შეიცავს საზღვრებს. ქოუჩმა უნდა ახადოს ფარდა მათ ( ამ წინადადებას შევცვლით, ახლა არაფერი მაფიქრდება :დდდ)
  • ადამიანმა საკუთარ თავზე, პრობლემებზე და არსებულ ვითარებაზე იცის ბევრად მეტი, ვიდრე ქოუჩმა ან კონსულტანტმა, ამიტომაც ვერც ერთი კონსულტანტი ვერ დაეხმარება ადამიანს ისე ეფექტურად, როგორც ეს შეუძლია თვითონ კლიენტს.
მასთან მისული ადამიანი უმეტესად თვითონ საუბრობს, ისახავს მიზნებს, ეძებს გადაჭრის ვარიანტებს, თავის დასმულ კითხვებს კი თვითონვე სცემს პასუხს. ქოუჩი დაუსვამს რამდენიმე ოდნავ უსიამოვნო კითხვას: აქამდე რატომ ვერ მიაღწიე მიზანს? რამ შეგიშალა ხელი? რისი გეშინია?

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე სამუშია.
სალომე სამუშია.
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0