სიახლეები მეცნიერებმა კიბოს უჯრედებთან ბრძოლის ხერხს მიაგნეს 2020, 31 აგვისტო, 9:42 ავსტრალიელმა მეცნიერებმა თერაპიის წესები შეიმუშავეს, რომელიც სიმსივნეს მხოლოდ კი არ კურნავს, ორგანიზმს რეციდივის განვითარებისგანაც იცავს. მართალია, ჯერ-ჯერობით, კვლევები მხოლოდ ლაბორატორიის პირობებში ტარდება, მაგრამ მიღებული შედეგები, ნამდვილად რომ იმედის საფუძველს იძლევა. კომბინირებული მკურნალობის აღნიშნული მეთოდით, მღრღნელებმა 4 სახის სიმსივნის დამარცხება შეძლეს და მათ, იმუნიტეტიც კი გამოუმუშავდათ, ამ დაავადებისადმი, — როდესაც მკურნალობის კურსი დასრულდა, მეცნიერებმა თაგვების ორგანიზმში სიმსივნის უჯრედების შეყვანა სცადეს, მაგრამ იმუნური სისტემა ოპერატიულად ამოქმედდა და სახიფათო უჯრედები გაანადგურა. მკვლევარებმა ახლა უკვე საპილოტე პროექტიც აამოქმედეს და შესაძლებელია, სულ მალე, თერაპიის ამ კურსის გავლა, ყველა პაციენტისთვის შესაძლებელი იყოს. აღნიშნული კვლევის შედეგები, მეცნიერებმა კუინსლენდის უნივერსიტეტის საიტზე გამოაქვეყნეს. პუბლიკაციაში დეტალურად არის აღწერილი სიმსივნის ზოგიერთი სახეობის მკურნქლობის სტრატეგია და რა როგორც ირკვევა, მის საფუძველს, - პროქლორპერაზინი წარმოადვენს. აღნიშნული პრეპარატი ნეიროლეპტიკური ჯგუფის მედიკამენტებს ეკუთვნის და გულისრევის შეგრძნების და ღებინების წინააღმდეგ გამოიყენება. თუმცა, როგორც კვლევამ აჩვენა, ის სიმსივნური უჯრედების ზედაპირს ცვლის და სამკურნალო პრეპარატებს, სიმსივნეში შეღწევას უადვილებს. რაც შეეხება თაგვებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებს, — მისი მეშვეობით მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმუნურ უჯრედს, სიმსივნის უჯრედზე მიმაგრება და მისი მოკვლა შეუძლია. თავდაპირველად, ეს მეთოდი თავის, კისრის, მკერდის და ნაწლავების კიბოს სამკურნალოდ გამოიყენეს და 10 თაგვმა, თავის და კისრის კიბო მთლიანად დაამარცხა. ხოლო, გამოჯანმრთელებიდან, 4 კვირის შემდეგ, მათ ორგანიზმში, სიმსივნის უჯრედები განმეორებით შეიყვანეს და შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა — ჩატარებული თერაპიის შედეგად, მღრღნელებს ხანგრძლივი იმუნიტეტი ჩამოუყალიბდათ. ასეთი შთამბეჭდავი შედეგის შემდეგ, მეთოდი 5 რეალურ პაციენტზეც გამოსცადეს, რომლსაც თავის და კისრის კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. მათ ვენაში პროქლორპერაზინი შეუყვანეს. ხოლო, ბიოფსიის განმეორებითი ანალიზის შედეგის მიხედვით, გაირკვა, რომ კიბოს უჯრედებმა ცვლილება განიცადეს და რომ ამ მედიკამენტის გამოყენების ფონზე, სიმსივნის საწინააღმდეგო წამლებიც ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი თერაპიის დროს. ამჟამად, ექსპერიმენტალური მკურნალობა, ბრიზბენის ერთ-ერთ კლინიკაში, უსაფრთხოებაზე გადის შემოწმებას და თუ «თერაპიამ» ეს «გამოცდაც წარმატებით ჩააბარა», ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობა ბევრად უფრო სწრაფი და ეფექტური გახდება. * ჯანმრთელობის საიდუმლო გახსნილია! 172 7-ს მოსწონს
|