x
image
მაია 24
2020 წლის ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება - ცნობილი ასტროლოგები კორონავირუსის მიზეზებზე და გაფრთხილება ზოდიაქოს ნიშნებს
image


2019 წლის ბოლოს და 2020 წლის დასაწყისში სამი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: მზის დაბნელება, სატურნისა და პლუტონის შეერთება და მთვარის დაბნელება. მზის დაბნელება იუპიტერის შეერთებით მოხდა და მას არ შეეძლო გამოეწვია ასეთი მსოფლიო დონის უსიამოვნო მოვლენა, რადგან იუპიტერი, როგორც უკვე იცით, არის დიდი ბედნიერების პლანეტა. მთვარის დაბნელებაც ძლიერი მოვლენაა, განსაკუთრებით, როცა სატურნი და პლუტონი უპირისპირდება, მაგრამ კორონოვირუსის წარმოშობა შეგვიძლია უძლიერეს მოვლენას, პლანეტების: სატურნისა და პლუტონის შეერთებას დავუკავშიროთ.


ეს მოვლენა 100 წელიწადში სამჯერ, უფრო ზუსტად კი, 38 წელიწადში ერთხელ ხდება


სატურნის მფარველობის ქვეშაა შემდეგი ცხოველები: ღამურა, ობობები, ვირთხები და ა.შ. ანუ ეს უკვეა მინიშნება, რომ ვირუსი ცხოველისგან შეიძლებოდა გავრცელებულიყო.



რას წარმოადგენს პლუტონი?


ეს არის უძლიერესი ენერგია და გლობალური პროცესები, ეს არის ატომური ენერგია, საიდუმლო კვლევები. ანუ კორონოვირუსის წარმოშობა საიდუმლო სამეცნიერო კვლევებისა და ცხოველების გარეშე არ წარმოქმნილა. უნდა გითხრათ, რომ ჩინეთისთვის ვირუსის შედეგი კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში იქნება მნიშვნელოვანი. ეპიდემიისა და მასიური კატასტროფების გამოვლენა შესაძლოა შემდეგ ტერიტორიებზე: აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია, იაკუტია, სამხრეთ ამერიკის შუა ზოლი და ჩრდილოეთ ამერიკაში - ვაშინგტონის ტერიტორია.


რა არის ვირუსი ასტროლოგიის თვალსაზრისით?


ისევ პლანეტების სატურნი-პლუტონის შეერთებაზე რომ ვისაუბროთ. სატურნი არ გვაძლევს სწრაფ განკურნებას და ვირუსის დამარცხებას. უფრო მეტიც, ის შეიძლება დროში გაწელილი და ქრონიკულიც კი გახდეს. ამიტომ, მათ, ვისაც უკვე დაემართათ კორონავირუსი, შეიძლება გამოუვლინდეთ რეციდივები. მათ არ უნდა დაუქვეითდეთ იმუნიტეტი, უნდა მოერიდონ ცუდ ეკოლოგიურ პირობებს. სხვათა შორის, მუტაცია, ცუდი ეკოლოგია და კლიმატის შეცვლაც პლუტონთაა კავშირში.


არსებობენ, ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა დაიცან თავი ვირუსებისგან. ესენია: თხის რქა, ვერძი, სასწორი და კირჩხიბი, ანუ კარდინალური ნიშნები და აგრეთვე, სიფრთხილე მართებთ მშვილდოსნებსა და თევზებს.


2020 წლის ივნისი-ივლისისთვის ვირუსი სრულად მართვადი გახდება. უფრო ზუსტად კი, 21 ივნისს მზის დაბნელებას ველოდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისტორიის ეს ფურცელი წარსულს ჩაბარდება. ჩინეთის ასტროლოგიურ რუკაში პლანეტა პლუტონი მერვე სახლში (ეს არის ტრანსფორმაციისა და გარდაცვალების სახლი) დგას. და კონფლიქტურ ასპექტში - პროზერპინასთან. პროზერპინა ეს არის მუტაცია. ანუ, უახლოესი ორი წლის განმავლობაში მოსალოდნელია ახალი ვირუსების წარმოქმნა ან ძველების მუტაცია. ჩინეთს ევალება, მიხედოს თავის ეკოლოგიას: ჰაერს, წყალს და რაც მთავარია, კვების საკითხს.


2020 წელს არის რამდენიმე დღე, როცა ფრთხილად უნდა ვიყოთ:


ესენია:


  • 20 მარტი, როცა მზე თევზების ზოდიაქოდან ვერძში გადადის.
  • 31 მარტი
  • 4 აგვისტო
  • 13 აგვისტო
  • 24 აგვისტო
  • 30 სექტემბერი
  • 19 ოქტომბერი
  • 21 დეკემბერი

ამ დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც ქრონიკულ დაავადებებს უჩივის და სუსტი ჯანმრთელობა აქვს.


image


ასტროდიეტოლოგიის მიხედვით, ნიორი არის პლუტონისეული პროდუქტი - ამბობს ასტროლოგი სერგეი ბეზბოროდნი - რომელიც გვირჩევს, ხახვი (ის მარსის მფარველობის ქვეშაა) და ნიორი საკვებშიც უხვად გამოვიყენოთ და გალას სახით სახლში, სხვადასხვა ადგილზე ჩამოვკიდოთ. ცნობისმოყვარეებს კი ვუთხარათ, რომ ეს ეკოფენ-შუია და ასე ვამარცხებთ ვირუსებს.

ერთ-ერთი რუსი ასტროლოგი ალექსანდრ ზარაევი იმუნიტეტის ასამაღლებელ რეცეპტსაც კი გვთავაზობს:

100-100 გრამი ნიორი, ლიმონი (კანიანად) და თაფლი უნდა დავაქუცმაცოთ და ერთმანეთში უნდა ავურიოთ. სურვილის მიხედვით, შეიძლიათ დაამატოთ გახეხილი ჯანჯაფილიც. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ზეითუნის ზეთიც. მიღებული წამალი, მივიღოთ დღეში სამჯერ, თითო ჩაის კოვზით, სადილის შემდეგ.


ასევე ნახეთ:


"კორონავირუსი უკან დაიხევს და მარტის ბოლომდე არავითარი პანიკის მიზეზი არ იქნება" - ასტროლოგი რამაზ გიგაური


"ცვლილებები სასიკეთო იქნება" - რას წერს ასტროლოგი, როდის დასრულდება კორონავირუსის შემთხვევები საქართველოში?


მარტის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური თარიღები და მოვლენები - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელით სერიოზული ცვლილებები


ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, კირჩხიბი, მორიელი, თევზები - რა ელით მარტში ცეცხლისა და წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს


მარტის სასიყვარულო ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშანი შეხვდება ახალ სიყვარულს და ვის ემუქრება პარტნიორთან დაშორება


როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა მარტში - ვინ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება და რომელი დაავადების გამწვავება გემუქრებათ


მარტის ფინანსური ჰოროსკოპი - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება წარმატებული მომდევნო თვე და ვინ მიიღებს ფულის ახალ წყაროს

რა ელოდებათ მარტში მორიელებს, სასწორებსა და ქალწულებს - ასტროლოგიური პროგნოზი


"ფრთხილად იყავით 10 მარტამდე" - ვინ შეიძლება გამოჩნდეს ან რამ შეიძლება თავდაყირა დააყენოს თქვენი ცხოვრება, აი, რას წერს ასტროლოგი

ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

1
3188
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
3188
  
2020, 15 მარტი, 2:56
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1