არგენტინის ერთ-ერთ დიდ ქალაქში აიკრძალა საჭესთან მოწევა და ეს დანაშაული გაუტოლდა ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვას.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინიციატივა ქალაქ
კორდოვას ადმინისტრაციას ეკუთვნის. კანონის დამრღვევებს 500 პესოს ოდენობის ჯარიმა
და 90 დღით მართვის მოწმობის ჩამორთმევა ელით. იმ შემთხვევაში თუ მწეველს მეორედაც შეამჩნევენ საჭესთან სიგარეტით ხელში, ჯარიმა გაორმაგდება და მართვის მოწმობას ორი წლით დაემშვიდობება. 